Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

19:26 13.06.2018
ნინო ჯღარკავა ნიკა გვარამიას უპირისპირდება - „შენ თავი პროკურორი ხომ არ გგონია ისევ, ადამიანებს რომ იჭერდი და ასამართლებდი შენი ნება-სურვილით“

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ნიკა გვარამიას უპირისპირდება. მიზეზი არის ინგოროყვას კლინიკიდან ექიმის დათხოვნა, რომელმაც ნაცმოძრაობის წევრს სათანადო დახმარება გაუწია:

 

„15-მდე ადამიანი მივედით ინგოროყვას კლინიკაში, შევხვდით აღმასრულებელ დირექტორს ვასილ ჭეიშვილს. მან გვითხრა, რომ ეთიკის კომისიამ გადაწყვიტა მამაგეიშვილის გაშვებაო. ,,მას აქვს უფლება იჩივლოს და დაიცვას თავის სიმართლეო, დავემშვიდობეთ და წამოვედით. თუ ბატონ მურთაზ მამაგეიშვილს დაჭირდება ჩვენი თანადგომა, მზად ვართ, ადვოკატებთან ერთად, ვიბრძოლოთ სამართლებლივი გზით. მადლობა ფრენდებს, ვინც მოვიდა“. 

 

ეს თემა ნინო ჯღარკავამ მოგვიანებით კიდევ გაავრცო:

 

„რუსთავი-2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ გასცა ბრძანება და იქვე მონიშნა ნოდარ მელაძე, რომ სასწრაფოდ დაინტერესდეს ჩემით და გააკეთოს გადაცემა, თურმე როგორ გავბედე მე, დებილმა ქოცმა და როგორ მივედი ინგოროყვას კლინიკაში და რატომ მოვიკითხე და მოვინდომე მამაგეიშვილის გათავისუფლების მიზეზი, ელისო კილაძის დავალებით გასცეს ბრძანება. ნიკა გვარამია, მომისმინე ახლა კარგად, შენ თავი პროკურორი ხომ არ გგონია ისევ, ადამიანებს რომ იჭერდი და ასამართლებდი შენი ნება-სურვილით, ფილმ ,,ნოემბრიდან ნოემბრამდე,, გაგახსენო, თუ გაიხსენებ! ნოდარ მელაძე შენგან განსხვავებით ჟურნალისტია და მეც კარგად მიცნობს, ჩემს საქმიანობასაც და კორპორაციის წარმატებული მუშაობაც იცის! სიამოვნებით მივიღებ ნოდარს და თუ გააშუქებს ჩვენ საქმიანობას მივესალმები! შევინახავ იმ სქრინებს მაინც, რომ ხალხმა გაიგოს როგორ ავალებ თანამშრომლებს შავი პიარის აგორებას, ეს ქვეყანა შენი არაა, ჩვენც ამ ქვეყნის მოაქალაქეები ვართ და გვაქვს კონსტიტუციური უფლება გამოვხატოთ ჩვენი აზრი, შენსავით უზრდელობით და დედის გინებით არა! დებილი კიდევ შენს მეგობრებს უწოდე, შე უზნეო ადამიანო! თქვენი დრო რომ იყოს აქამდე დახვრეტას მოგვისჯიდი ,,ჩვენი ბრალია ამდენი უფლება რომ გაქვს და ციხეში არ ხარ დღემდე!“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge