Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

01:43 14.06.2018
„ეს იყო ჩემი სატელევიზიო ბოლო ეთერი, საერთოდ უარი ვთქვი გადაცემებში მისვლაზე, ახლა ვამბობ პირველად რატომ!

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ხელისუფლების შიგნით არსებულ წინააღმდეგობებზე ლაპარაკობს.

 

„წელიწადნახევრის წინ ინგა გრიგოლიას გადაცემაში ვიყავი, ეს იყო ჩემი სატელევიზიო ბოლო ეთერი, მას მერე საერთოდ უარი ვთქვი გადაცემებში მისვლაზე, ახლა ვამბობ პირველად რატომ! ის გადაცემა ყველას გახსოვთ, ახლადანიშნულ ინფრასტრუქტურის მინისტრ ალვიძეზე ღიად ვთქვი ნაცი, ვერა ქობალიას მოადგილე არ მინდოდა ჩემს მინისტრად-თქოო, ამისთვის არ მიბრძოლია, თქოო, მახსოვს ისეთი გადაცემა იყოო, ინგა იჯდა გალურჯებული, ვაიმე, ჯღარკავა, ეს რეები ჩაიდინე, გაოგნებული გისმენდიოო, ხოდა მეორე დღეს ატყდა თუ ატყდა, დაინგრა კინაღამ ქვეყანა, არ მოვყები, რა მოხდა, ვინ რა იკადრა, მე რა გადავიტანე და ასე შემდეგ! მე კი ვთქვი, მოვა მალე ის დრო, ეს არც მინისტრი იქნება და ბევრი რამ შეიცვლება, თქოო, ხოდა დადგა ეს დრო! ხვალ ახალი პრემიერი გვეყოლება, ახალი სისხლი, სუფთა წარსულით! მჯერა, რომ ამდენი სიბინძურის ატანა არ მოგვიწევს, რა ინტრიგებითაც გვაცხოვრეს ბოლო ორი წელი! წარმატებები ახალ გუნდს!“, წერს ნინო ჯღარკავა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge