Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

12:30 14.06.2018
"ანალოგიური პრობლემა მომავალ პრემიერსაც ექნება, თუ სრულად თავის გუნდით არ მოვა"

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის'' (IDFI) პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  პრემიერ-მინისტრის გადადგომას ეხმაურება:

 

"წესით და რიგით პრემიერი თუ მიდის მთელი გუნდი მიდის, რადგან მთავრობა კოლეგიური ორგანოა კოლეგიური პასუხისმგებლობით, ანუ გუნდია. თუ გუნდი არაა მაშინ პრობლემაა სისტემური და ანალოგიური პრობლემა მომავალ პრემიერსაც (ანუ ქვეყანას) ექნება, თუ სრულად თავის გუნდით არ მოვა. თუ გადადგომის მიზეზი ეკონომიკური ჩავარდნაა ფინანსთა მინისტრი არ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? და თუ არ იღებს ამ გუნდში საიდან მოხვდა? ყველა თავისთვის უბერავს?"-წერს ლევან ავალიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge