Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:41 14.06.2018
სად მუშაობდა და რა განათლება აქვს მიღებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეს

 

არსებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს, მამუკა ბახტძე დაიკავებს.

 

,,ჯორჯიან თაიმსი“ მისი ბიოგრაფიით დაინტერესდა.

 

მამუკა ბახტაძე დაიბადა 1982 წლის 9 ივნისს და ის საქართველოს ფინანასთა მინისტრია 2017 წლის 13 ნოემბრიდან.


მინისტრად დანიშვნამდე ის იყო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.


2010 წლიდან 2012 წლამდე კი ის იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი. მამუკა ბახტაძე, აგრეთვეახალი აბრეშუმის გზისსაკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელია.


განათლება:


მამუკა ბახტაძემ დაამთავრა თსუ - მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის განხრით. მაგისტრის ხარისხი მიიღო ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2010 წელს კი, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია.

 

მამუკა ბახტაძე არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

 

ოჯახური მდგომარეობა - დასაოჯახებელი.

 


 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge