Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:08 18.06.2018
ლუდის სასარგებლო თვისებები - ეს ბევრმა არ იცის!

თურმე, ერთი ლიტრი ლუდი ათჯერ სასარგებლო ყოფილა, ვიდრე ერთი ლიტრი რძე. მართალია, ცილები მასში ცოტაა, მაგრამ, სამაგიეროდ, B1, B2, PP ვიტამინების შემცველობით, ის ბევრი სხვა ალკოჰოლური სასმლისგან განსხვავდება. ლუდი მდიდარია მინერალური ნაერთებითაც.


მას შემდეგ, რაც ხალხმა გაიგო, რომ ლუდი სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, უფრო და უფრო მეტ ღირსებას პოულობს მასში. ძველ დროში ექიმები ლუდს სამკურნალო მიზნით იყენებდნენ, კერძოდ, პირის ღრუს პათოლოგიის ან კბილის ტკივილის დროს პაციენტებს ლუდის გამოვლებას ურჩევდნენ. ამავე სასმლით მკურნალობდნენ ნაღველკენჭოვან დაავადებას, ხოლო სალბზე მომზადებული ლუდით სასუნთქი სისტემის პათოლოგიებს ებრძოდნენ.


ლუდი ორგანიზმიდან გამოდევნის ალუმინის მარილებს და კანცეროგენულ ნივთიერებებს. როგორც მკვლევარებმა დაადგინეს, მისი ყოველდღიური მიღება კიბოს განვითარების ალბათობას 2-3_ჯერ ამცირებს.


დილით "უზმოზზე" ერთი კათხა ლუდი კუჭს ზედმეტი ლორწოსა და მავნე ბაქტერიებისაგან ანთავისუფლებს; სტიმულს აძლევს კუჭის წვენის სეკრეციას და ამავე დროს, დამამშვიდებელ, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტსაც ავლენს.


ლუდი აჩქარებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას და უჯრედების გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს. გერონტროლოგების აზრით, დღეში 1-2 ჭიქა ლუდის მიღება ანელებს დაბერების პროცესს და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge