Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:55 21.06.2018
"საბჭოთა კავშირის დაშლა რომ გავიგე სუფრა გავშალე, ბიჭები დავსხედით და კარგად ვიმხიარულეთ, ალბათ რუსეთსაც იგივე ელის"

მომღერალისა და მსახიობის ბუბა კიკაბიძის განცხადებით, რუსეთი სავარაუდოდ საბჭოთა კავშირის ბედს გაიზიარებს და დაიშლება.



ეს განცხადება კიკაბიძემ გერმანულ რადიოსადგურ „დოიჩე ველეს“-სთან ინტერვიუში გააკეთა.


„როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ შევიტყვე თბილისში ვიყავი. ძალიან გამეხარდა, მაგიდაც კი გავშალე. მახსოვს, ბიჭები დავსხედით და კარგადაც ვიმხიარულეთ. ბევრი ამბები მოვყევით საბჭოთა კავშირის შესახებ. ეს, რასაკვირველია, შოკი იყო, მაგრამ მაინც ადრევე ვგრძნობდით, რომ მოხდებოდა. და მაინც, როცა ადამიანი საბჭოურ ქვაბში ბავშვობიდან იხარშებოდა, მისთვის მაინც ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ამხელა მახინა დაიშლებოდა. ჩემი აზრით, ალბათ, რუსეთსაც იგივე მომავალი ელოდება.



მე მძულს საბჭოთა კავშირის ღერბი, ჩაქუჩ-ნამგალი. მართლაცდა, როგორი ტვინის მქონე ადამიანი უნდა ყოფილიყო, ვინც ასეთი ღერბი მოიგონა... თუმცა ისევ ვიმეორებ, რომ იმ დროს ხალხი ერთმანეთს უფრო მეტს პატივს სცემდა“-განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.



მის ამ განცხადებას როგორც მოსალოდნელი იყო, მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა რუსული მედიის მხრიდან.



რუსული გამოცემის, «Взгляд»-ს მიერ გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვანი ვერსიისა და თემასთან დაკავშირებული სხვა ბმულების ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: 
www.nsp.ge

ავტორ(ებ)ი : newspress.ge