Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

12:24 25.06.2018
"გრემის" ორგზის მფლობელი ლიზა ფიშერი თბილისშია

"გრემის” ორგზის მფლობელი, ამერიკელი მომღერალი, ლიზა ფიშერი საქართველოშია. მისი რეისი ახლახან დაეშვა თბილისის აეროპორტში, სადაც მას მედიის წარმომადგენლები და რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” გენერალური დირექტორი, თამარ ჩიგოგიძე დახვდა, “ოქროს ტალღის” გუნდთან ერთად.
ლიზა ფიშერმა თბილი დახვედრისთვის მადლობა ქართულად გადაიხადა და მედიას ინტერვიუ მისცა.

 

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი შემსრულებელი წლის სიმღერის დაჯილდოების, “ოქროს ტალღის” სპეციალური სტუმარი გახლავთ. ფიშერი ნიკოლოზ რაჭველის ორკესტრთან ერთად იმღერებს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, სამშაბათს, 26 ივნისს, როცა წლის სიმღერის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაა დაგეგმილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

"ოქროს ტალღის" მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი. გენერალური სპონსორი „თეგეტა მოტორსი“; გენერალური პარტნიორი “Artists union Conceptart”; ინტერნეტ სპონსორი დეველოპერული კომპანია „M 2 უძრავი ქონება“; სპონსორი ავეჯის ცენტრი “პანორამა და კლასიკა”; ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი“;


“ოქროს ტალღის“ ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“; პროექტის მასპინძელია სასტუმრიების ქსელი „ამბასადორი”; პროექტის პარტნიორები არიან: „ომეგა ემბეერი“; „ნატალი ჯგუფი“; “ახალი ნათება“; „TKT.GE“; ლაუნჯ რესტორანი „დორსი“; „ოქროს ტალღის“ საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: „რუსთავი 2“, „იბერია“, საზოგადოებრივი მაუწყებლის „1 არხი“, „იმედი“, „ტვ1“, „მუსიკ ბოქსი“; “პალიტრა ტვ”.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge