Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:19 02.07.2018
"#იყავიაქტიურისაქართველოში ეგიდით, საინტერესო სპორტული მოვლენები დაიგეგმა - ზურაბ ბოკოლიშვილი

 

 -         ბატონო ზურაბ, ძალიან სასიხარულოა რომ ჩვენს ქალაქს ეტყობა მასობრივი სპორტული მოვლენების საგრძნობი მატება.

 

-     რა თქმა უნდა სასიხარულოა, ჩვენც, ფედერაციამ, მოძრაობა #იყავიაქტიურისაქართველოში ამ კუთხით თავისი როლი ვითამაშეთ. ეს მოსალოდნელიც და პრინციპში გარდაუვალიც იყო. არ შეიძლებოდა, რომ გლობალურ ტრენდებს საქართველოს გვერდით ჩაევლო. ეხლა საჭიროა, რომ მოსახლეობას რაც შეიძლება მეტი სპორტული პროდუქტი შევთავაზოთ, მეტად მოვახდინოთ მათი ინტეგრაცია.

 

-        როგორ აისახება ეს ყველაფერი ბიზნეს სექტორზე? ვიცით, რომ საკმაოდ რთულად ხდებოდა მათი ჩართვა ზოგადად სპორტში.

 

-       ბიზნესს აინტერესებს მასობრიობა, ინტერესი, კარგი მოვლენა, სადაც შეძლებს თავისი პროდუქციის და მომსახურების სწორ ინტეგრაციას. ძალიან დიდი ნაკლებობა იყო და პრინციპში დღესაც არის ესეთი შეთავაზებების. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, როგორც სპორტული პროდუქტების შექმნაზე, ასევე, უწყვეტი კომუნიკაცია გვაქვს ბიზნეს სექტორთან. უკეთ რომ გავიგოთ მათი მოთხოვნები, გარკვეულწილად უნიკალური შეთავაზებები გავუკეთოთ. ეს საკმაოდ რთული პროცესია და ბანერს გაგითავსებ ფორმულირებას ბევრად აღემატება. აუცილებელია საერთაშორისო მაგალითების სწავლა და ზოგადად სწავლა.

 

-         სწავლის კუთხით ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია კონფერენცია Sportsway, რომელსაც სექტემბერში თბილისი უმასპინძლებს.

 

-      რა თქმა უნდა. მინდა სიამაყით აღნიშნო, რომ Sportsway მსოფლიოს ერთ ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროფესიულ კონფერენციად იქცა. წლევანდელი სპიკერატი არის უმაღლესი დონის; ჩინეთის ჯანმრთელობისა და სპორტული ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი , მსოფლიო ეთნოსპორტის ასოციაციის პრეზიდენტი, დუბაის სპორტ კონსულატის ხელმძღვანელები, უდიდესი კომპანიების Shankai Sports, Mediacom, Eventica, Iron Star, Games of Heroes, Blue Rock და სხვების პირველი პირები. უამრავი დელეგატი სხვადასხვა ქვეყნებიდან. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ზრდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, ტურისტულ პოტენციალს, გვაძლევს საშუალებას რომ ჩვენი პოზიციონირება მრავალფეროვანი გავხადოთ.

 

-         და ბოლოს გეგმები, კონფერენციის გარდა რას გვთავაზობთ?

 

 

-         #იყავიაქტიურისაქართველოში ეგიდით საკმაოდ საინტერესო მოვლენები დაიგეგმა, ჩვენ ვეცადეთ შეგვექმა ისეთი ღონისძიებები, რომლებსაც აქვთ ტურისტული პოტენციალი და განვითარების დიდი პერსპექტივა; 15 სექტემბერს, თელავში #WineLandRun, ღვინის სამშობლოს გარბენი. ძალიან საინტერესო კულტურული და საგამოფენო პროგრამის თანხლებით-გარბენი, ღვინის და პროდუქტების ექსპო, მაგარი კონცერტი! მშვენიერ დროს გავატარებთ. 23 სექტემბერი-საერთაშორისო კორპორატიული თასი 3/3 კალათბურთში, 12-14 ოქტომბერი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ვუმასპინძლებთ საერთაშორისო კორპორატიულ თასს მინი ფეხბურთში, სადაც მონაწილეობას 8 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ. უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მოხდება ამ პროექტების ოფიციალური წარდგენა.


ეს რა თქმა უნდა არ არის ყველაფერი, კიდევ ბევრი სიახლე იქნება. აქვე მინდა მადლობა ვუთხრა პარტნიორობისთვის საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს, პირადად ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, საქართველოს ტურიზმი ადმინისტრაციას, ქ თბილისის მერიას და ჩვენს მრავალრიცხოვან პარტნიორ ორგანიზაციებს. ჩვენ ერთად უნდა ვაქციოთ საქართველო ყველაზე აქტიურ ქვეყნად.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge