Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:50 03.07.2018
დღეში ორი ფინჯანი ყავა სიბერეს აფერხებს

ყავა სიბერეს აფერხებს. კვლევებმა აჩვენა, რომ დღეში ორი ფინჯანი ყავა ადამიანის კანის დაბერებას უშლის ხელს. საუბარია ანტიოქსინადტებზე, რომელსაც ყავა მრავლად შეიცავს.


როგორც ცნობილია, მზე და სუფთა ჰაერი კანის ზოგიერთი ნაწილის დაბერებას იწვევს. საქმე იმაშია, რომ ჟანგბადი უჯრედების განადგურებას იწვევს. ხოლო ქარი კანის დაბერების პროცესს აჩქარებს.

 

თავის მხრივ, ანტიოქსიდანტები, რომელსაც ყავა შეიცავს, ჟანგბადის მავნე ფერმენტებს ანეიტრალებს. კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა ყავის კიდევ რამდენიმე დადებითი თვისება გამოვლინეს. ყავა ხელს უწყობს ტვინის უჯრედების მუშაობას. იმავდროულად, ყავა ხელს უშლის მეხსიერების დაკარგვას, განსაკუთრებით მოხუცებში. ასევე ის დიაბეტისა და ღვიძლის ციროზის რისკს ამცირებს.

ავტორ(ებ)ი : http://news.mcvane.ge