Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

17:10 05.07.2018
საქართველოსგან რუსი მფრინავის მკვლელის გადასაცემად ანკარა ეკონომიკურ ბერკეტებს გამოიყენებს

რუსული გამოცემა «Московский комсомолец»-ი ეხმაურება ქართველი სამართალდამცავების მიერ ბეთუმში, თურქეთის მიერ ძებნილი სერკან ყურთულუშის დაკავებას, რომელსაც სხვა დანაშაულებთან ერთად რუსი პილოტის მკვლელობაც ბრალდება.


რუსულ მედიაში ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია საქართველოში, ბათუმში თურქეთი მოქალაქის სერკან ყურთულუშის დაპატიმრების თაობაზე, რომელსაც ბრალად ედება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ხელმძღვანელობა და, შესაბამისად, მრავალრიცხოვანი უკანონო ქმედებები. გარდა ამისა, ცნობილია, რომ სერკან ყურთულუში თავის დროზე სირიაში ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის პილოტის ოლეგ პეშკოვის მოკვლის გამოც იყო დაკავებული, თუმცა იგი მტკიცებულებების არქონის გამო, თურქული სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. ანკარამ უკვე მიმართა თბილისს დანაშაულში ეჭვმიტანილის ექსტრადირების მიზნით.

 

არის თუ არა იმედი, რომ თურქული მხარის ნაბიჯები გარკვეული სამართლებრივი პროცედურების გაგრძელებას მოასწავებს?


გაზეთ «Московский комсомолец»-ის კორესპონდენტი ოლღა ბოჟევა ესაუბრება რუსეთის ერთ-ერთ ცნობილ ექსპერტს, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შემსწავლელი ცენტრის დირექტორს სიმონ ბაღდასაროვს:



- დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო თურქეთის თხოვნას შეასრულებს. აჭარა და ბათუმი, ისევე როგორც მთელი საქართველო, თურქეთის საკმაოდ დიდი გავლენის ქვეშ იმყოფება. საქართველო ეკონომიკურად თურქეთზე ძალიან არის დამოკიდებული. რასაკვირველია, ქართველები თურქებს უარს ვერ გაუბედავენ. მართალია, მსგავს შემთხვევებში ევროკავშირი საქართველოზე ზეწოლას ახდენს ხოლმე, ამიტომ ახლაც არაა გამორიცხული მცირე პრობლემები. თუმცა, ვიმეორებ, ფაქტია, რომ თურქეთს საქართველოზე და კერძოდ აჭარაზე სერიოზული გავლენა აქვს. თვითონ რეჯეფ ერდოღანის წინაპრები ხომ ბათუმიდან არიან არიან წარმოშობით. დღეს ბევრ ქართულ სკოლაში თურქული ენის სწავლება სავალდებულოა. 



რაც შეეხება იმას, შეძლებენ თუ არა ამჯერად თურქები სერკან ყურთულუშის დანაშაულის დამტკიცებას ჩვენი მფრინავის მკვლელობაში, ამის თქმა მეძნელება. მე ხომ თურქული სპეცსამსახურების გამომძიებელი არ ვარ... მაგრამ, ვფიქრობ, რეჯეფ ერდოღანი თუ მოისურვებს, ყველაფერს დაუმტკიცებენ. ყოველ შემთხვევაში, ძალიან შეეცდებიან.

ავტორ(ებ)ი : newspress.ge