Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

00:16 07.07.2018
„მან ჩემი სახელით ისაუბრა მრავალი ცილისწამება და სიცრუე, მიზანმიმართულად მიაყენა შეურაცხყოფა საპატრიარქოს, წმინდა სინოდს და ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი წერილს ავრცელებს და ერთ კონკრეტულ საკითხზე განმარტებას აკეთებს: 

 

„ამა წლის 3 ივლისს ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში, კერძოდ, ქ-ნი ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში ,,რეაქცია”, სტუმრად იმყოფებოდა ჩემი ეპარქიის წევრი, წმ.მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის დედათა მონასტრის მღვდელმსახური გიორგი(აბდუშელიშვილი), რომელმაც ამავე ეთერის საშუალებით ისაუბრა მრავალ საკითხზე. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ხსენებულ სასულიერო პირს არ შეუტყობინებია ჩემთვის გადაცემაში მონაწილეობის შესახებ. შესაბამისად, მან ჩემი სახელით ისაუბრა მრავალი ცილისწამება და სიცრუე, მიზანმიმართულად მიაყენა შეურაცხყოფა საპატრიარქოს, წმინდა სინოდს და განსაკუთრებით, მის ყოვლადუსამღვდელოესობას, ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს (იაკობაშვილი).


ორი დღის განმავლობაში ვცდილობდი მასთან დაკავშირებას, რომ გაეკეთებინა ახსნა-განმარტება ყოველივე იმაზე, რაც ისაუბრა, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა, რის გამოც შეყოვნდა ჩემი განცხადება და აღნიშნული საკითხისადმი პოზიციის დაფიქსირება, მასთან შეხვედრისა და გასაუბრების შემდეგ მივიღებ საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე შესაბამის გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, ცილისწამებლური კამპანია, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს, იწვევს ეკლესიაში და წმინდა სინოდის წევრებს შორის დაპირისპირებას, რაც ემსახურება ბოროტ ძალთა ინტერესებს.


მართლმორწმუნე მამულიშვილნო, მოგიწოდებთ სიმშვიდისა და ლოცვისაკენ, არ აჰყვეთ პროვოკაციულ განცხადებას, ვეცადოთ შევინარჩუნოთ ერთობა. ,,ეშმაკი ჰყოფს, ღმერთი აერთიანებს”. 


მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge