Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:36 09.07.2018
„აზროვნების ეკოლოგია“ – გზა, რომელიც კაცობრიობის გადარჩენის კვალდაკვალ გადის (მეორე ნაწილი)

მეორე ნაწილი

 

მსოფლიოში არსებული პრობლემების მოგვარების გზები


აზროვნების ეკოლოგია, ზოგადად მაქვს წარმოდგენილი და აქედან ერთ-ერთს, რელიგიათა შორის დაპირისპირებების თავიდან აშორების  კონკრეტულ გამოსავალ გზას ვთავაზობ მკითხველს. მიმაჩნია, რომ მომავალში უნდა შეიქმნას დამცავი მექანიზმები, რომლებიც აზროვნების ეკოლოგიასა და აზროვნების გაწმენდას შეუწყობს ხელს. ეს სრულებით შესაძლებელია, ოღონდ საჭიროა გავლენიანი სახელმწიფოების პოლიტიკოსთა ნება. უნდა მოწესრიგდეს აღზრდისა და ეთიკის საკითხები...


დავუბრუნდეთ რელიგიის თემას, კერძოდ:, თუკი გაერთიანება შეუძლებელია და  ყველა რელიგია სიკეთეს ქადაგებს, ამასთან ერთად იგი დაპირისპირებებისა და უბედურებების მიზეზია,  ისმის კითხვა: - რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი? დაპირისპირებისთვის? მკვლელობისთვის? რა თქმა უნდა, არა... სიყვარულისთვის. მაშინ რატომ მოხდა დაყოფა? აი მთავარი კითხვა, ახლებური, სწორი მიდგომა, რომელმაც ფარდა ახადა საიდუმლოს.


კერძოდ: თუ ყველა რელიგია ერთსა და იმავე პრინციპზეა დაფუძნებული, ყველა სიკეთესა და სიბრძნეს ქადაგებს, მაშინ რატომ მოხდა რელიგიების დაყოფა სხვადასხვა ტრადიციულ რელიგიებად? სწორედ ეს იყო მთავარი კითხვა, რაც შეუმჩნეველი რჩებოდა მეცნიერ-მკვლევართათვის, სასულიერო პირთათვის საუკუნეების მანძილზე დღემდე, კითხვა კი პასუხს მოითხოვდა. ერთ დღესაც ჩემს წინაშე გაიხსნა ჭეშმარიტების კარი. როგორც აინშტაინი იტყოდა: „მკვლევარი, რომელიც სერიოზულ კვლევას ადგას, მისთვის არაა საკმარისი, მხოლოდ კარგი განათლება. აქ საჭიროა წარმოსახვის ნიჭი". 13 წელი ვმუშაობდი ამ თემაზე და საბოლოოდ გავაკეთე დასკვნა. როდესაც მეგონა, რომ ჩიხში აღმოვჩნდი, სწორედ მაშინ მივაკვლიე იმ ჭეშმარიტებას და ვთქვი, რომ - ნამდვილად ეს არის გამოსავალი.


მე ხშირად ვუქმნიდი ჩემს თავს სამუშაო პირობებს. აი, მაგალითად, როდესაც ეს დასკვნა გავაკეთე, ერთ კვირიან დუმილში ვიყავი, განმარტოებული, არავისთვის ხმა არ გამიცია, მხოლოდ ვფიქრობდი და ვმუშაობდი. ამ დროს, წამიერად მოხდა გაბრწყინება, ლურჯ ფერში გამომესახა მთელი სამყარო, უძველესი დროიდან დღემდე და მივაკვლიე იმ  საიდუმლოს, რომელიც საუკუნეების ლაბირინთებში იყო მიმალული.  


გამოსავალი შემდეგი იყო: რატომ არის ყველა რელიგია ერთი და იგივე პრინციპებზე დაფუძნებული? იმიტომ, რომ თვით უფლის მიერ მოხდა კაცობრიობის დაყოფა რელიგიების მიხედვით.  ბიბლიაში, ყურანში მითითებულია, რომ კაცობრიობის დაყოფა მოხდა ენის მიხედვით, გავიხსენოთ ბაბილონის გოდოლის მაგალითი. „როდესაც ადამიანებმა ააგეს ბაბილონის გოდოლი, გამოხატეს თავისი ძალაუფლება და ამპარტავნება, მაშინ ღმერთმა თქვა: ,,აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ. ენას  ავურევ მათ... და იქიდან უფალმა ისინი მთელს დედამიწის ზურგზე გაფანტა.“ - წერია საღმრთო წერილში. იგივე მოვლენა მეცნიერულად დასტურდება და წერილობითი წყაროებით კარგადაა წარმოდგენილი, მე ეს ნათლად დავინახე და წარმოვაჩინე. თუ როგორ ერთი ენითა და ადათ წესებით გაერთიანებული ადამიანები ითვისებენ სხვადასხვა ტერიტორიებს, როგორ ეყრება საფუძველი პირველ ახალ სახელმწიფოებს, როემლიც უკვე შემდეგ სახელმწიფო რელიგიითაა წარმდგენილი. ხომ წარმოუდგენელია არაბული, თურქული სამყარო ისლამის გარეშე? ინდოეთი, ტიბეტი და სხვა ბევრი ბუდიზმის გარეშე? საქართველო, საბერძნეთი, რუსეთი ქრისტიანობის გარეშე?  ებრაელი ხალხი იუდაიზმის გარეშე? რაც იმას მოწმობს, რომ თვით უფლის მიერ მოხდა კაცობრიობის დაყოფა, როგორც ენის, ასევე ტრადიციული რელიგიების მიხედვითაც...


რამდენიმე ისტორიული მოვლენა ადასტურებს ამ აზრის ჭეშმარიტებას, რომ თვით უფალმა დაჰყო კაცობრიობა ენისა და რელიგიების მიხედვით, სამყაროს მოწესრიგებულად მართვის პრინციპიდან გამომდინარე.  უძველესი დროიდან, როდესაც, ადამიანები წარმოიშვნენ, ჯერ კიდევ სახელმწიფოები არ არსებობს და  ერთი მეორეზე სხვადასხვა ერებს წარმოდგენა არ აქვთ,  ამ ხალხებში ერთი და იგივე სულიერ ღირებულებებს ეყრება საფუძველი, როგორიცაა: ღვთის მოშიშობა, ერთგულება ხალხისადმი, მეგობრისადმი, თავგანწირვა, დიდსულოვნება, სტუმარ-მასპინძლობა, დიდსულოვნება და ა.შ. სწორედ იმ სულიერ ღირებულებებს ეყრება საფუძველი, რომელზეც შემდეგ ტრადიციული რელიგიები აღმოცენდა: იუდაიზმი, შემდეგ - ბუდიზმი, შემდეგ - ქრისტიანობა და შემდეგ - ისლამი.  ეს რელიგიები მთელი დედამიწის ზურგზე ერთი და იგივე პრინციპზე დაყრდნობით ავრცელებდნენ თავის სარწმუნოებას და მთელი კერპთაყვანისმცემელთა სამყარო, ხშირ შემთხვევაში  ველური ადამიანები ღმერთის სარწმუნოებაზე მოაქციეს და ზნეობრივად ჩამოაყალიბეს...


მეორე საკითხი ისაა, რომ მართალია  უფლის ნებით მოხდა დაყოფა, მაგრამ რამ წარმოშვა დაპირისპირება? ყველა რელიგია თავის განვითარების გზაზე ავრცელებდა  ცოდნას ღმერთის სარწმუნოების შესახებ, მაგრამ, ამავე დროს, საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა წარმოდგენა, რომ მხოლოდ ჩემი სარწმუნოება არის ჭეშმარიტი. აი, ამან გამოიწვია შემდეგში უკვე ურთიერთდაპირისპირება, რაც შემდეგში ხშირად რელიგიის ლიდერთა და პოლიტიკოსთა მიერ  გამოიყენებოდა, თავისი გავლენის გასაფართოებლად.


რატომაა, რომ დღეს, საქართველოში ამ ნაშრომს ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, - ეკლესიური ადამიანები, ისლამური რელიგიის წარმომადგენლები... ადრე ისინი სხვაგვარად ფიქრობდნენ, მაგრამ ახლა უკვე მათ მშვიდობიანი თანაარსებობის ფორმულა დაინახეს, როდესაც ნაშრომს ეცნობა ადამიანი, ამის შემდეგ  ქრისტიანი აღარ ამბობს მუსლიმანზე, რომ ის არის ურჯულო და მუსლიმი აღარ ამბობს ქრისტიანზე, რომ გიაურია, როგორც მიღებული იყო.  ყველა თავის რელიგიაში ჭეშმარტიი და დაფასებული რჩება.


რეცენზეტთა  და ფართე მკითხველის გამოხმაურებებიდან ჩანს, რომ ეს არის ახლებური მიდგომა, სამართლიანი და ჭეშმარიტი, რაშიც თავიდანვე ვიყავი დარმწუნებული. მხოლოდ განათლებას ძალუძს აზროვნების განწმენდა, რაც იგივე აზროვნების ეკოლოგიაა, ეს არის  ხანგრძლივი, მაგრამ ყველაზე საიმედო გზა, რომ მომავალში კაცობრიობამ თავიდან აიცილოს რელიგიური დაპირისპირებები, ტერორიზმი, რასაც საუკუნეების მანძილზე მილიონობით უდანაშაული ადამიანების სიცოცხლე ეწირება.  სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის.


აზრთა სხვადასხვაობა ნაშრომთან დაკავშირებით


2003 წელს როდესაც დასკვნა გავაკეთე, მაშინ ქალაქ უფაში, რელიგიურ თემებზე იყო კონფერენციები. იქ საზოგადოებას  პირველად გავაცანი ჩემი ნაშრომი და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. წამოვიდა მოთხოვნები, რომ ეს სტატია დაბეჭდილიყო.


რამდენიმე წლის წინ, სირიაში შეიქმნა ისლამური ტერორისტული სახელმწიფო, რომელსაც ჭეშმარიტად მოაზროვნე მუსლიმი საზოგადოება არ უჭერს მხარს და მათთვისაც დიდ საფიქრალს წარმოადგენს. მაშინ მითხრა  ბათუმელმა მწერალმა რობერტ ნადირაძემ, რომელსაც წაკითხული ჰქონდა ჩემი სტატია ამ თემაზე, თუ რატომ არ ვაქტიურობდი ამ მხრივ, როდესაც თოერიულად გამოსავალი ხელში მქონდა. სწორედ მაშინ წამოვწიე ეს თემა თვიდან. წარდგენა  ბათუმში, ხელოვნების ინსტიტუტში გაიმართა. შეიკრიბა ქალაქის ინტელიგენცია: მწერლები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეეები.  სანამ წიგნი გამოვიდოდა, ნაბეჭდი ხელნაწერის სახით წარვადგინე მათ წინაშე და ვთხოვე: - ,,ბატონებო, მაინტერესებს თქვენი, როგორც მოაზროვნე მკითხველის აზრი ამ ნაშრომის შესახებ“ - მეთქი.  


საკმაოდ სერიოზული შეფასებები წამოვიდა მათი მხრიდან. აღინიშნა, რომ მათი შეხედულებით  ეს თემა სრულიად ახალია რელიგიისა და ფილოსოფიის ისტორიაში, რომელიც ზოდადსაკაცობრიო  ერთ-ერთ მთავარ საფრთხისაგან  გამოსავალია და კონკრეტულ გზას გვთავაზობს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნებოდა მისი წარდგინება საერთაშორისო პრემიებზე  ამ იდეის პოპულარიზაციის მიზნით.


ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, მთავარია ამ აზრის პოპულიზაცია მოხდეს, გავრცელდეს და დამკვიდრდეს, რათა ნაშრომმა თავისი კეთილშობილური მისია შეასრულოს.


ამის შემდეგ წიგნის განხილვები, პრეზენტაციები, საჯარო ლექციები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქების, მუნიციპალიტეტების სკოლებში, საჯარო ბიბლიოთეკებში, უნივერსიტეტებში, მათ შორის ქ. თბილისში,  ქ. ბათუმში, ქალაქ ახალციხეში, ქ. ნინოწმინდაში, ქ. ოზურგეთში და სხვაგან. ბოლოს შემაჯამებელი განხილვა გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, სადაც ვიცე-პრეზიდენტმა აკადემიკოსმა  როინ მეტრეველმა და სხვებმა წარმოდგენილ წიგნს მსოფლიო, გლობალური მნიშვნელობის უმაღლესი დონის მეცნიერული ნაშრომი უწოდეს...


შემდეგი ეტაპი - რა შედეგს უნდა ველოდეთ მომავალში?


მინდა მნიშვნელოვან თემას შევეხო და იმედი მაქვს, სწორად იქნება გათავისებული.  ხშირად მეკითხებიან,  რამდენად დროულია ეს თემა, რამდენად იქნება ეს გააზრებული სასულიერო პირთაგან. ქ. თბილისში რამდენიმე საეკლესიო მოღვაწემ  წაიკითხა ნაშრომი და სრული თანხმობა განაცხადეს, დამლოცეს კიდეც. აჭარის მუსლიმანთა ერთ-ერთმა ლიდერმა დამირეკა და მითხრა: - ,,მე წავიკითხე თქვენი წიგნი და მივესალმებიო, ამას ახლა ყურადღება და შორს გატანა სჭირდებაო“...  ანუ, მოაზროვნე ქრისტიანი და მუსლიმი მრევლი, წინამძღოლები, აღიარებენ და ეთანხმებიან ამ აზრს. მაგრამ წინასწარ ვიცი, რომ ეკლესიასა და მეჩეთს ოფიციალურად ამის აღიარება ჯერ გაუჭირდება. თუმცა,  აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ისინი ამას აღიარებენ.


კაცობრიობის ისტორიაში ვიცით, რომ ტრადიციული რელიგიების მიერ ხშირად ყოფილა დაშვებული სერიოზული შეცდომები. მოვიყვანოთ ჯორდანო ბრუნოს მაგალითი. როგორც კი მეცნიერმა ნახა, რომ აღმოჩენასთან ჰქონდა საქმე, მას ეკლესია დაუპირისპირდა და უთხრეს: ,,საღმრთო წერილში  წერია, მზე ამოდის ე.ი. დედამიწა დგას. შენ კი, ღმერთის წინააღმდეგ მიდიხარო“. როდესაც მან თავისი აზრი არ უარყო, ის კოცონზე დაწვეს. ასევე, წამებას განიცდიდა გალილეო გალილეი.  ისინი მორწმუნე მეცნიერები იყვნენ. გალილეოს ეკუთვნის გამონათქვამი: ,,ღმერთმა ორი წიგნი დაწერა, სამყარო და ბიბლია“. ისინი, როგორც მეცნიერები ეხმარებოდნენ სასულიერო პირებს, მრევლს უფლის მიერ შექმნილი სამყაროს სწორად დანახვაში. ეს რელობაა. გავიდა დრო და ეკლესიამ აღიარა თავისი  შეცდომა.


დარწმუნებული ვარ, რომ  სასულიერო პირები  და მრევლი დროულად გაიაზრებენ ჩემს მიერ წარმოდგენილი ნაშრომის მნიშვნელობას და მომავალში მოხდება ეკლესიის, მეჩეთის, სინაგოგას და სხვების მიერ ამ აზრის აღიარება. ამას ყველაფერს დრო დასჭირდება, მაგრამ იმედია არა საუკუნეები. გავლენიანი პოლიტიკოსების ჩართულობით იგი დაინერგება ცხოვრებაში. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ  უნდა შემუშავდეს სასწავლო პროგრამა. როდესაც ბავშვობიდან  დაიწყება ამის სწავლება, ეს უკვე თაობების მიერ სწორად იქნება დანახული. როგორც უკვე ავღნიშნეთ ეს არის განათლების გზა, ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ყველაზე საიმედო. საგაზეთო ინტერვიუში ძნელია ყველა მნიშვნელოვან საკითხთან შეხება, რომელიც წიგნშია წარმოდგენილი, მაგრამ ვფიქრობ საკმაო წარმოდგენა შეიქმნა წარმოდგენილ ნაშრომთან დაკავშირებით.

 

მოსაზრებები ნაშრომის შესახებ


როინ მეტრეველი- აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე -პრეზიდენტი

წიგნი ,,აზროვნების ეკოლოგია-კაცობრიობის ხსნის მთავარი საშუალება“ არის გლობალური მნიშვნელობის, მაღალი დონის მეცნიერული ნაშრომი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას იმსახურებს...


რეზო ბალანჩივაძე-ფილოსოოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დარგობრივი აკადემიების, ფილოსოფიის, განათლების მეცნიერების, პოლიტოლოგიის აკადემიკოსი

ფილოსოფოსი ნიაზ ბოლქვაძე სრულიად ორიგინალურად სხვამს მთჶლ რიგ საკითხს და ცდილობს ,,აზროვნების ეკოლოგია-ეკოლოგია-კაცობრიობის ხსნის მთავარი საშუალება“ ახალი ცნების გამოყენებით იხსნას კაცობრიობა შავ-ბნელი ბოროტი აზრებისაგან. ამ კეთილშობილურ მიზანს სათანადო დასაბუთებაც სჭირდება და ნაშრომის ავტორი ბევრი ცხოვრებისეული მაგალითის მოშველიებით დამაჯერებლად აჩვენებს, რომ ეს რეალურად სავსებით შესაძლებელია...


როინ ლიპარლტელიანი-აკადემიკოსი, მსოფლიო სამეცნიერო და სასულიერო აკადემიის პრეზიდენტი

,,აზროვნების ეკოლოგია-ეკოლოგია-კაცობრიობის ხსნის მთავარი საშუალება“ ახალი სიტყვაა რელიგიისა და ფილოსოფიის ისტორიაში, ამით თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოების ცხოვრებაში რელიგიათა შორის ურთიერთობების ახალი ერა იწყება... ამიტომ სამართლიანად მიმაჩნია მისი რუსთაველისა და ნობელის პრემიაზე წარდგინება. (იქ დამსწრე საზოგადოება ტაშით შეხვდა ამ წინადადებას).


ოთარ ურუშაძე-მწერალი, გაზეთ ,,ძველი თაობის“ მთავარი რედაქტორი

სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მშვიდობის მისია, ,,აზროვნების ეკოლოგიის სახით“ რაც ქართველი მეცნიერის მრავალწლიანი შრომის შედეგია, მისი ერისათვის დამახასიათებელი ტოლერანტობისა და კაცთმოყვარეობის გამოძახილია. ვფიქრობ, იგი ნამდვილად იმსახურებს უმაღლეს შეფასებსა და პრემირებას.


უზბეკ აღმედზიანოვი-ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ფილოსოფოს ნიაზ ბოლქვაძის მოსაზრება რელიგიებთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში იმდენად ლოგიკურია და საფუძვლიანი, ძნელია დარჩე გულგრილი და არ დაეთანხმო მას. დარწმუნებული ვარ, იგი მომავალში დიდ რეზონანს გამოიწვევს და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობს. ეს პროცესი უკვე დაიწყო.                                                                                                            

 

დუგლას ზამთარაძე-მხატვარი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი.

ბატონი ნიაზის მიერ  წარმოდგენილი ახალი აზრის პრაქტიკულად განხორციელებით დარწმუნებული ვარ, სამყარო განიწმინდება ყოველგვარი უზნეო და ბოროტი ქმედებებისაგან. იგი ხელს შეუწყობს იმ სასწაულის აღსრულებას, რისთვისაც უფალმა ადამიანი დედამიწაზე მოავლინა და სამარადჟამოდ დაუდო ბინა!...


მაკა კაჭკაჭიშვილი- ბერიძე-პროფესორი, ქალაქ ახალციხის, მესხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

გამოსავალი გზების საძებნელად ავტორს კაცობრიობის წინაშე არსებული მთავარი საფრთხეების შესწავლისა და მათი ანალიზის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა, რომ ყველა ეს საფრთხე მომდინარეობს თვით ადამიანისაგან. თანემდროვე ადამიანმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა: ჩვენთვის მონიჭებული სრული თავისუფლებით საით მივექანებით? ავტორის მიერ დასმულია უმთავრესი საკითხები და გამოთქმულია საფუძვლიანი დასკვნები...


ნუგზარ ჩხაიძე - ფილოსოფიის მეცნიეებათა დოქტორი, სოციოლოგი

ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ თუ ნიაზ ბოლქვაძის ნაშრომი ხელმისაწვდომი გახდება საერთაშორისო საზოგადოებისათვის, უთუოდდ დიდ როლს შეასრულებს სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელ ადამიანებსა და  ერებს შორის მშვიდობიანი, კეთილმეგობრული ურთიერთობების განვითარებაში. ეს იქნება ერთი წინ გადადდგმული მტკიცე ნაბიჯი ამ მიმართულებით, განსაკუთრებით დღეს, როდესაც კაცობრიობა რელიგიურ ნიადაგზე ტერორიზმსა და სხვა ათასგვარი საფრთხის წინაშე დგას“...


გულბათ რცხილაძე -პოლიტოლოგიის დოქტორი

ფილოსოფოსი ნიაზ ბოლქვაძე შეეცადა და ჩემი აზრით, წარმატებით,მოეხდინა რელიგიათა მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაარსებობის  ფილოსოფიური საფუძვლის პოვნა, რომელიც პოლიტიკურდაც რელევანტურია.

მიმაჩნია, რომ „აზროვნების ეკოლოგიის“ სახით ფილოსოფიურმა და პოლიტოლოგიურმა მეცნიერებებმა დიდი შენაძები მიიღეს.“

 

პირველი ნაწილი იხილეთ ბმულზე

 

/ ნინო ოთარაშვილი /

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge