Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:59 09.07.2018
თურქეთში მცხოვრები ქართველი ავტორის მიერ თარგმნილ წიგნს საქართველოში გაიცნობენ

15 ივლისს,  15 საათზე საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება ირაკლი კაკაბაძის მიერ თარგმნილი თანამედროვე თურქი პოეტის – რუმუზ დერინოზის პოეტური კრებულის – “Istanbul Travel Guide“ წარდგენა.

 

ირაკლი კაკაბაძე , თურქეთში მცხოვრები ქართველი პოეტია, რომელსაც ჯერ კიდევ საქართველოში ცხოვრებისას აქვს გამოცემული რამდენიმე პოეტური კრებული.

 

რუმუზ დერინოზი 1953 წლის 1 მაისს ქალაქ სამსუნში, ქართველი მუჰაჯირების შთამომავლების ოჯახში დაიბადა. საშუალო სკოლა მშობლიურ ქალაქში დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა სტამბოლის ქულელის სამხედრო ლიცეუმში გააგრძელა. ლიცეუმის დამამთავრებელ კლასში საბრძოლო თვითმფრინავიდან გადმოხტომისას მიღებული ტრამვის გამო სამხედრო კარიერა ვეღარ გააგრძელა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ქალაქ იზმირის ხელოვნების სკოლაში ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ იზმირისფილიპ მორისისქარხნის სტამბაში დაიწყო მუშაობა, პარალელურად ადგილობრივი პრესისთვის პოლიტიკური თემატიკის კარიკატურებს ხატავდა. 1993 წლიდან ცხოვრობს სტამბოლში, აქვს საკუთარი სამხატვრო სახელოსნო. მისი ლექსები ქვეყნდება თანამედროვე ლიტერატურულ პერიოდიკაში და თარგმნილია არაბულ, მონღოლურ და ქურთულ ენებზე.


ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge