Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:07 09.07.2018
ბელორუსის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო აკადემიური თეატრის პირველი გასტროლი თბილისში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი, ოქტომბერში ბელორუსის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასს უმანსპინძლებს.

 

ძველი ზღაპარი თანამედროვე ბავშვებისთვის- ბელორუსის თეატრალური დასი 5, 6, 7 ოქტომბერს შარლ პეროს „ ჩექმებიან კატას“ წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ბელორუსის მოზარდ მაყურებელთა თეატრი პირველად ჩამოდის საქართველოში.


ბილეთების გაყიდვა დაწყებულია.


შეგახსენებთ, რომ სექტემბრის ბოლოს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი საგასტროლო სპექტაკლებით „რწყილი და ჭიანჭველა“, „ ღამე და თუთიყუში“ ბელორუსში გაემგზავრება.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge