Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:33 10.07.2018
ილია მეორემ იანოშ ჰერმანს სთხოვა, მომავალშიც გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ.

 


"ა.წ. 10 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ბატონ იანოშ ჰერმანს, რომელიც ასრულებს საქართველოში დიპლომატიურ სამსახურს და მის უწმინდესობას გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებს.


მისმა უწმინდესობამ ბატონ ელჩს საქართველოსთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებები უსურვა და სთხოვა, მომავალშიც გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა,"- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge