Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:49 11.07.2018
„ამ ერთმა წელში-გაწყვეტილმა 19 წლის ბიჭმა როგორ ''აღასრულა'' ის კოშმარი, რომელიც ბრალდება და სამუდამოდ ციხე ელის?!“

“ჯორჯიან თაიმსის“ მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში ხადას ხეობის ტრაგედიას ეხმაურება და წერს:

 

„ამ ერთმა წელში-გაწყვეტილმა 19 წლის ბიჭმა როგორ ''აღასრულა'' ის კოშმარი, რომელიც ბრალდება და სამუდამოდ ციხე ელის?! ასე ოპერატიულად და ასე ცხელ კვალზე როდიდან იხსნება ჩვენში საქმეები?! ასე ყველა ერთიანად როგორ ''გამოსწორდა'' და ''განათლდა'' კრიმინალისტიკაში?! გამომძიებლები გამოღვიძებულან! ეტყობა, ძალიან მტკივნეულად იბწკინეს ტაკოზე?! და ჩვენც, როგორც მორჩილი ცხვრის ფარა, ყველაფერს ისე რატომ ვიღებთ, როგორც გვაწვდიან და გვაჯერებენ?! სასწრაფოდ დაიდოს უტყუარი მტკიცებულებები ამ ლანდად ქცეული ბიჭის დამნაშავეობის უტყუარობის შესახებ და ეგებ, დავფიქრდეთ, ვეთანხმებით თუ არა ''შერლოკ ჰოლმსებს''! ახტდნენ, დახტდნენ და.... სამუდამოო!!!! ეგრე სადაა, ძმაო?“,წერს ნანა გაგუა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge