Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:23 12.07.2018
"განსაკუთრებით მძიმედ გვექნება საქმე ფინანსებში და ეკონომიკაში"-რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"წარმოგვიდგინეს მთავრობის ახალი წევრები. როგორ შეიძლება დავახასიათოთ ისინი? არცერთი არის თავის ადგილზე. ვერ იქნება კარგი მზარეული კარგი ზეინკალი. 


მთავარი აზრი, რაც მათი მოკლე კომენტარებისას გამიჩნდა თავში- უიდეობა. განსაკუთრებით მძიმედ გვექნება საქმე ფინანსებში და ეკონომიკაში. 


რითი დავიმშვიდოთ თავი( თუ ვინმეს ეს გვჭირდება ამ პაპანაქება სიცხეში)? ისევ ამ ნაცნობი და მოჯადოებული სიტყვებით: ”აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,"-წერს რომან გოცირიძე.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge