Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:31 12.07.2018
"ხალხის დაცინვა გრძელდება, "ოცნების" ბოროტი თილისმა, სასამართლოს მესაფლავეც თანამდებობაზე რჩება"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაზა ბიბილაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ხალხის დაცინვა გრძელდება: ივანიშვილის მორიგი ხელის ბიჭი, პრემიერის თანამდებობაზე გამწესებული ვინმე ბახტაძე ამბობს, რომ მთავრობის "ყველა რეფორმა 2018-2019 წლებში დაინერგება"(!) 


ხვდებით, ხო, რა დონის ცინიზმია? ახლა, როცა 100 ახალი ქარხანა უნდა გუგუნებდეს, ზუგდიდის ეკონომიკაში 100 მილიონი უნდა იყოს ჩადებული, ურეკში ყველა ოჯახში სოლარიუმი უნდა ანათებდეს, ბენზინი ლარით უნდა იყოს გაიაფებული, დენისა და გაზის ტარიფი განახევრებული უნდა იყოს, 6 წლის წინ 220 ლარამდე გაზრდილ პენსიაზე კი ხალხი უნდა წუწუნებდეს, ცოტააო..


ახლა - ანუ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან / რუსული ოცნების ამორეცხვიდან მეექვსე წელს - ავადმყოფმა ოლიგაქრმა ქვეყანას პრემიერად დაუნიშნა ღარიბაშვილზე უფრო კლოუნი და კვირიკაშვილზე უფრო თამადა - მორიგი ზერო, რომელიც მომავალ წელს "რეფორმების დანერგვას" გვპირდება!


p.s. გიხაროდენ - "ოცნების" ბოროტი თილისმა, სასამართლოს მესაფლავე წულუკიანიც თანამდებობაზე რჩება."-წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge