Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

20:09 12.07.2018
ვაკის პარკში პოლიციამ ფეხბურთის სამი გულშემატკივარი დააკავა

ვაკის პარკში პოლიციამ სამი პირი დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციული წესით სამი ადამიანია დაკავებული, რომლებიც ფეხბურთის ქომაგები არიან. უწყების განმარტებით, დაპირისპირება სწორედ ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის მოხდა. "დაკავებულია სამი მოქალაქე ადმინისტრაციული წესით, 166- და 173- მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოწოდების დაუმორჩილებლობას გულისხმობს",- განაცხადეს შსს-ში. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში რჩებიან. როგორც თვითმხილველებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს ფეხბურთის ქომაგები ვაკის პარკში ხმაურობდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტში დაახლოებით 50 ადამიანი იყო ჩართული. 



აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურს ინცინდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ვაკის პარკში მყოფმა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა განუცხადეს, ვაკის პარკში დაპირისპირება საერთოდ არ მომხდარა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge