Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:18 17.07.2018
ანსამბლი ,,შავნაბადა“ საქართველოში საკონცერტო ტურნეს აგრძელებს!

 

ფოლკლორული ანსაბლი ,,შავნაბადა, რომელიც პროექტ “Check in Georgia”-ს  ფარგლებში დაგეგმილ ფესტივალში "ბაღია ჩვენი ქვეყანა"  მონაწილეობს, 21 ივლისს,18.00 სთ-ზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, ხოლო 22 ივლისს, 19.00 სთ-ზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში სოლო კონცერტს გამართავს. კონცერტებზე, სადაც ანსამბლი ,,შავნაბადა“ მრავალფეროვან რეპერტუარს წარადგენს დასწრება თავისუფალია.


ფესტივალ ,,ბაღია ჩვენი ქვეყანას“ ფარგლებში პირველი კონცერტი ,,შავნაბადამ“  9 ივნისს წალენჯიხაში ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრში გამართა, სადაც რაიონში არსებული სალოტბარო სკოლებიც მონაწილეობდნენ.


ფესტივალის  ფარგლებში ,,შავნაბადა კონცერტს სულ 6 რაიონში მართავს: წალენჯიხა - 9 ივნისი, ლანჩხუთი - 21 ივლისი, ქობულეთი - 22 ივლისი, ბათუმი - 11 აგვისტო, დედოფლისწყარო - 14 სექტემბერი, გორი - 22 სექტემბერი.


ფესტივალი ხორციელდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge