Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:30 18.07.2018
თიბისი სტატუსი და კომპანია ისთერნ პრომოუშენსი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ ფესტივალს

ფესტივალი 19 ივლისს, Black Sea Arena"-ზე როკის ლეგენდა რობერტ პლანტისა და "Sensational Space Shifters"-ის კონცერტით გაიხსნება. 20, 21 და 22 ივლისის საფესტივალო კონცერტები კი, ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება.

 

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, აბონიმენტებთან ერთად, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტების ე.წ. დღიური ბილეთებიც (Day Tickets) გაიყიდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ფესტივალის ორგანიზატორებმა უცხოელი ტურისტებისა და ქართველი მსმენელის თხოვნის გათვალისწინებით მიიღეს. დღიური ბილეთების ფასი 150 ლარიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა ტრადიციულად ონლაინ tkt.ge-ზე იქნება შესაძლებელი.

 

შავი ზღვის რიგით მე-12  ჯაზ-ფესტივალი "Check in Georgia"-ს ფარგლებში გაიმართება.



ფესტივალის პროგრამა:

 

19.07.2018 – Black Sea Arena -  რობერტ პლანტი და „Sensational Space Shifters"

19.07.2018 – ბათუმის ჩოგბურთი კლუბი -  House Band Mop-Mop

20.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - TromboneShorty და Orleans Avenue

20.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - DJ LO Loretta Brown Aka Erykah Badu

21.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - Wyclef Jean

21.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - House Band Mop-Mop

22.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - ბენდი R+R Now - რობერტ გლასპერის, ტერას მარტინის, ქრისტიან სკოტის, დერიკ ჰოჯის, ტეილორ მაკფერინისა და ჯასთინ ტაისონის შემადგენლობით.

22.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - House Band Mop-Mop

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge