Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:27 19.07.2018
შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი რობერტ პლანტის კონცერტით გაიხსნება

19 ივლისს, Black Sea Arena-ზე ლეგენდარული რობერტ პლანტისა და „Sensational Space Shifters“-ის კონცერტით შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ ფესტივალი გაიხსნება.

 

შავი ზღვის სანაპირო რიგით მე-12 ჯაზ ფესტივალს 19-22 ივლისს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის „ჰედლაინერია“ რობერტ პლანტი და “Sensational Space Shifters”. შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალში წელს ასევე მონაწილეობენ: ჯგუფი “Trombone Shorty & Orleans Avenue”, DJ Lo Down Loretta Brown aka Erykah Badu, მუსიკოსი Wyclef Jean, R+R=NOW - რობერტ გლასპერის, ტერას მარტინის, ქრისტიან სკოტის, დერიკ ჰოჯის, ტეილორ მაქფერინისა და ჯასთინ ტაისონის შემადგენლობით, DJ “Mop Mop”.

 

20, 21 და 22 ივლისის საფესტივალო კონცერტები ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება.

 

 

ფესტივალის პროგრამა:

 

19.07.2018 – Black Sea Arena -  რობერტ პლანტი და „Sensational Space Shifters”

19.07.2018 – ბათუმის ჩოგბურთი კლუბი -  Mop-Mop

20.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - TromboneShorty და Orleans Avenue

20.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - DJ LO Loretta Brown Aka Erykah Badu

21.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - Wyclef Jean

21.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - Mop-Mop

22.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - ბენდი R+R Now - რობერტ გლასპერის, ტერას მარტინის, ქრისტიან სკოტის, დერიკ ჰოჯის, ტეილორ მაკფერინისა და ჯასთინ ტაისონის შემადგენლობით. 

22.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - Mop-Mop

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge