Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:42 19.07.2018
ბახმაროში, კარიკატურისტთა საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში პირველი გამოფენა მოეწყო

 

17 ივლისს, კურორტ ბახმაროში, კარიკატურისტთა საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში პირველი გამოფენა მოეწყო.

 

გამოფენას, რომელშიც 46 ქვეყნის წარმომადგენელი 80-ზე მეტი ნამუშევრით ღებულობს მონაწილეობას, ბახმაროში მდებარე არტ-კაფე მასპინძლობს.

 

შეგახსენებთ, რომ კარიკატურისტთა  საერთაშორისო  ფესტივალი  „გიგლა“ საქართველოში წელს პირველად ტარდება.

 

რაც შეეხება ბახმაროში მდებარე არტ-კაფეს, ის  შარშან, 18  წლის მარიამ ეჯიბიამ გახსნა. გოგონას  დიდი სურვილი აქვს, რომ  ეს ადგილი ერთგვარ კულტურულ კერად ჩამოყალიბდეს და ისეთ უნიკალურ კურორტზე, როგორიც ბახმაროა, დამკვიდრდეს ტრადიცია,სადაც ყოვეწლიურად შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საინტერესო პროექტების განხორციელება.

 

მარიამ ეჯიბია  - ,,კარიკატურისტთა საერთაშორისო გამოფენას თითქმის ყოველწლიურად მასპილნძლობენ ჩვენი მეზობელი ქვეყნები: აზერბაიჯანი, ირანი, თურქეთი. საქარეთველოში მსგავსი ფესტივალი პირველად ტარდება და საკმაოდ საინტერესო ნამუშევრებია წარმოდგენილი. დამთავალიერებელს შეუძლია საიტ და ფეისბუქგვერდ gigla.ge -ს მეშვეობით,  რჩეული ნამუშევარი დააფიქსიროს.“

 

ბესიკ დუღაშვილი - ფესტივალის ორგანიზარტორი, მხატვარი:

 

,,სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ხუთი წლის მცდელობის შემდეგ, საქართველოში მოხერხდა კარიკატურის პირველი საერთაშრისო ფესტივალის ჩატარება. „გიგლა“ ამ ტიპის პირველი საერთაშორისო ფესტივალია საქართველოში და თემა „ცნობილი ქართველები“ ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 46 მხატვრისთვის, რომლებმაც 80-ზე მეტი ნამუშევარი გამოაგზავნეს შესაფასებლად.


სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ფესტივალის ჩატარების მნიშვნელობის გააზრება ძალიან უჭირთ საქართველოში. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, არც სამთავრობო სტრუქტურებმა და არც ცნობილმა ბრენდება არ გამოთქვეს სურვილი გვერდში დადგომოდნენ ამ ძალიან საინტერესო წამოწყებას. აი, ამ 18 წლის გოგონასთვის კი, ეს არც თუ ისე რთული აღმოჩნდა, რისთვისაც მინდა  დიდი მადლობა გადაუხადო მას. მარიამმა დიდი სურვილი გამოთქვა ფესტივალის ფარგლებში პირველი გამოფენა მის არტ-კაფეში შემდგარიყო.


საერთაშორისო გამოფენა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან კარიკატურა არ არის მხოლოდ ნახატი. კარიკატურა ასახავს პიროვნებებს, მოვლენებს იუმორით და  ისეთი სიმართლით, რისი ხმამაღლა თქმაც ხშირად ადამაინებს უჭირთ. სამწუხაროა, რომ ის, რაც მარტივად გაიგო 18 წლის მოზარდმა, გაუგებარი აღმოჩნდა როგორც სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, ასევე, ცნობილი ბრენდებისთვის. ამით ერთადერთი კომპანია, -  „კოკა-კოლა“ დაინტერესდა, რომელმაც ფესტივალი უფასო გამაგრილებელი სასმელით უზრუნველყო.


მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს უჭერს ამ წამოწყებას. განსაკუთრებული მადლობა მედია ჰოლდინგ „The Georgian Times”-ს საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.

 

ფესტივალის ფინალი 15 სექტემბერს, გიგლა ფირცხალავას დაბადების დღისთვისაა დაგეგმილი, სადაც გამოცხადდება გამარჯვებული და ქალაქ თბილისის მერიას, ცნობილ ბრენდებს ჯერ კიდევ აქვთ დრო გაიაზრონ ფესტივალის მნიშვნელობა.“

 

შეგახსენებთ, რომ გამოფენა ბახმაროში 17 ივლისს გაიხსანა და ის   5 სექტემბრამდე გასტანს.

 

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge