Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:36 26.07.2018
„ღირსეული პარტნიორი 2018“-ში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა საქართველოშია

მრავალეროვნულ სწავლებაშიღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილეობის მისაღებად ბულგარეთში, კონსტანცას პორტიდან გამოგზავნილი ამერიკული ჯავშანტექნიკა უკვე საქართველოშია. აშშ-ის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ჯავშანმანქანასტრაიკერი“, ქვეითთა საბრძოლო მანქანაბრედლი“, M1A2 ტიპის ტანკიაბრამსიდა სხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა ფოთის პორტში უკვე ჩამოიტვირთა. ვაზიანის მიმართულებით სამხედრო ტექნიკის ნაწილი ავტომატარებლის საშუალებით, ნაწილი კი - თვითსვლით გადაადგილდება.

 

აშშ-ის ევროპის სარდლობის ჯავშანტექნიკა ბულგარეთში, კონსტანცას პორტში ხომალდზე დაიტვირთა და შავი ზღვით საქართველოსკენ 22 ივლისს წამოვიდა.

 

საჰაერო გზით კი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილე აშშ-ის ევროპის სარდლობის II საკავალერიო პოლკის პირადი შემადგენლობა უკვე ჩამოფრინდა. წვრთნაში მონაწილე ამერიკელი სამხედროების ნაწილი კი, საქართველოში 31 ივლისამდე ეტაპობრივად ჩამოვა.

 

სწავლება ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 1 აგვისტოს გაიხსნება. „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge