Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:28 27.07.2018
"პირადად ვნახე, ჯორჯ ბუშმა სააკაშვილს მკერდზე თითი მიადო და უთხრა, რუსეთი არ გაეღიზიანებინა!"- სტივ ჰედლი

ეროვნული უშიშროების საკითხებში  ჯორჯ ბუშის ყოფილი მრჩეველი სტივ ჰედლი 2008 წლის ომს და ომამდე, თეთრ სახლში ჯორჯ ბუშისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა იხსენებს.

 

სტივ ჰედლი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთი სააკაშვილის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი დამშვიდება, რათა ისეთი რამ არ გაეკეთებინა რასაც მოგვიანებით ინანებდა.

 

მისივე თქმით, „პრეზიდენტმა ბუშმა ორი რამის გაკეთება სცადა – მკაფიოდ გამოეხატა საქართველოსა და მისი პრეზიდენტისადმი პერსონალური მხარდაჭერა,  ასევე, ერჩია მისთვის, არ მოეხდინა რუსეთის პროვოცირება, რადგან საქართველო რუსეთის ინტერვენციას თავს ვერ გაართმევდა”.

 

„ბუშთან ერთად 2005 წელს საქართველოში ვიყავი. დიდებული დღე იყო, შთაგონების მომცემი. მახსოვს ომამდე სააკაშვილის ვიზიტი თეთრ სახლში და ბუშთან შეხვედრა ოვალურ კაბინეტში. შეხვედრის შემდეგ მედიასთან პრეზიდენტმა ბუშმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა. როცა მედია ოთახიდან გავიდა და შეხვედრა მთავრდებოდა, პრეზიდენტი ბუში სააკაშვილთან მივიდა, მკერდზე თითი მიადო და უთხრა – რუსეთი არ გააღიზიანო, რუსეთს თავს ვერ გაართმევ,  მე რუსეთისგან ვერ დაგიცავ გეოგრაფიის გამო”, – აცხადებს სტივ ჰედლი.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge