Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:24 30.07.2018
რა იცის მამა გიორგიმ პატრიარქის შესაძლო გადაყენების შესახებ?

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ წუთებში მის ადვოკატებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხვდება.

 

სავარაუდოდ, შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი რა იცის მამა გიორგიმ ბოლო დროს პატრიარქის შსაძლო გადაყენების შესახებ გაჟღერებულ სკანდალზე. 


ამასთან, ეს შეხვერა საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ ხობის მიტროპოლიტთან მეუფე გრიგოლთან აუდიენციის შემდეგ უფლებადამცველები პატიმარ მღვდელს პირველად ხბვდებიან.

 

როგორც მატროსოვის ციხეში შესვლამდე ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, მეუფე გრიგოლს სხვა სასულიერო პირებმაც უნდა მიბაძონ და შეხვდნენ მსჯავრდებულს.

 

„შესული იყო მეუფე გრიგოლი და მეუფე ილარიონი თუ არ ვცდები, ალბათ, ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩათვლის მამა გიორგი საჭიროდ აბსოლუტურად ინფორმირებული ვიქნები.


მიმაჩნია, რომ მაგალითად უნდა მიიღონ მეუფე გრიგოლის გადადგმული ნაბიჯი მის მიერ მონახულება მამა გიორგი . ალბათ უპრიანი იქნება დანარჩენი მეუფეებიც, რომლებიც მრავალჯერ აცხადებდნენ რომ კითხვებზე პასუხი გაუცემელია შებრძანდნენ.


ციანიდის საქმე რა თქმა უნდა ერთ-ერთი გეგმა იყო, ეს იყო მიზანმიმართული, რომ ამ ფორმით ჩამოეშორებინათ მათთვის არასასურველი სასულიერო პირები, რომლებიც არ ექვემდებარებიან არანაირ დავალებებს,“-აცხადებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge