Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:58 31.07.2018
მეგან მარკლი კიდევ ერთ მოდურ ტრენდს ამკვიდრებს (ფოტოები)

ბოლო დროს, მეგან მარკლი განსაკუთრებით გვამახსოვრებს თავს დახვეწილი სამოსით და გულშემატკივრებმა შეამჩნიეს კიდევ ერთი მოდური ტრენდი, რომელსაც ის ნელ-ნელა ამკვიდრებს.

 

 

 


მეგანის სტილთან, უპირველეს ყოვლისა, სამოსი ასოცირდება, რომელსაც ამოღებული მხრები აქვს. სასექსის ჰერცოგინია ამგვარი სამოსით პირველად გასულ მაისში გამოჩნდა, როდესაც Givenchy-ს ულამაზესი კაბა მოირგო ქორწილის ცერემონიაზე.

 

 

 

 

მას შემდეგ,  მეგანის სამოსი ხშირად გამოკვეთს ლავიწის ფორმებს და ივლისის თვეში მეგანმა Ralph Lauren-ის მსგავსივე სტილის კაბით პრინცი ლუის ნათლობასაც დაესწრო.

 

 

 


ლონდონში გამართულ საჰაერო ძალებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე კი  მეგანმა Dior-ის კაბაზე შეაჩერა არჩევანი და არაჩვეულებრივადაც გამოიყურებოდა მომხიბლავი ლუქით, რომელმაც ყველას ოდრი ჰეპბერნის საკულტო კაბა გაახსენა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : okmagazine.ge