Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:19 31.07.2018
"სად ქართველი და სად მარიხუანა?- რუსებმა მარიხუანას ლეგალიზაციას სტატია მიუძღვნეს

რუსულმა გამოცემამ „მასკოვსკი კომსომოლეცმა" სტატია მიუძღვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებაზე.

 

"სად ქართველი და სად მარიხუანა?" - სტატია ამ სათაურითაა გამოქვეყნებული, გთავაზობთ ნაწყვეტს სტატიიდან.

 

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის, პოლიტოლოგ ისმაილ აღაკიშევის აზრით, საეჭვოა, ამგვარი გადაწყვეტილება ქართველთა მენტალიტეტს შეესაბამებოდეს.

 

"არ მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს მთელ მოსახლეობაში დადებითი გამოძახილი ექნება, უფროსი თაობა ნეგატიურადაა განწყობილი და გმობს მარიხუანას მოხმარებას ახალგაზრდებში. არავის სურს, რომ მისი ვაჟი ან გოგონა სიგარეტს ეწეოდეს, ნარკოტიკის მოხმარებაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. როგორც ჩანს, ქვეყნის ხელისუფლებას ამით სურს დასავლეთს აჩვენოს ქართველი საზოგადოების დემოკრატიულობა. თუმცა, ჩემი აზრით, ეს უფრო პოპულისტური ხასიათის ნაბიჯს წარმოადგენს", - განაცხადა პოლიტოლოგმა "მოსკოვსკი კომსომოლეცთან" საუბრისას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge