Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:24 03.08.2018
"ამ თავგასული "გირჩის" ე.წ. ეკლესიის ბოგინს ბოლო უნდა მოეღოს და რაც შეიძლება სწრაფად!"- დავით ზარდიაშვილი

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუტარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


"რასაკვირველია, "გირჩის" ე.წ. ეკლესიის ცინიკურ თავხედობას ზღვარის დადება და მის აღსაკეთად სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად და სასწრაფოდ სჭირდება. ამ ცრუ-ეკლესიის ერთადერთი მიზანია სახელმწიფოს საბოტაჟი და მოქალაქეების მიერ თაღლითური გზით სამხედრო ვალდებულებისგან თავის არიდება; რაც არ უნდა გამაოგნებელი იყოს, ეს დანაშაულებრივი მიზანი მისი თავხედურად ცინიკოსი დამფუძნებლების მიერ პირდაპირ, საჯაროდ და დაუფარავად იყო გაცხადებული;


მიუხედავად ამისა, ეს აშკარად თვალთმაქცური ე.წ.. ეკლესია, როგორც რელიგიური ორგანიზაცია, მაინც გატარდა რეგისტრაციაში, რაც იმთავითვე ნებისმიერი რელიგიის მიმდევარის რელიგიური გრძნობების უაღრესად თავხედური ფორმით შეურაცხყოფას და იმავდროულად, სახელმწიფოს ფაქტიურად მასხრად აგდების გზით მის დასუსტებას წარმოადგენს; ამგვარი თავხედობა, ცხადია, არანაირად არ ეტევა რელიგიის თავისუფლების ცნების შინაარსში, რადგან რაიმე რელიგიასთან არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის იმთავითვე საჯაროდ გაცხადებულ მიზანს: თვალთმაქცობის გზით ანტი-სახელმწიფოებრივი საბოტაჟის. ორგანიზებას.


უარესიც: საბოტაჟი და თვალთმაქცობა, საუბედუროდ, ამ ცრუ-ეკლესიის პრაქტიკული "საქმიანობის" ერთადერთი საგანია - სამხედრო სამსახურისგან თავის ასარიდებლად 4 000-,მდე (!) წვევამდებლისთვის ამ ორგანიზაციის ვითომ.მღვდელმსახურის იმთავითვე ყალბი ცნობის გაცემა, ბუნებრივია, ანტი-სახელმწიფოებრივ საბოტაჟთან ერთად ელემენტარულ, ბანალურ თვალთმაქცობას წარმოადგენს.


მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ ე.წ. ეკლესიის და მისი ორგანიზატორების მიერ ჩადენილი დანაშაულებისათვის, კერძოდ, აშკარად სახეზეა შემდეგი დანაშაულები:


1) საბოტაჟი (იხ. სსკ-ს 318-ე მუხლი);
2) წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერანტიული შრომითი სამსახურისთვის თავის არიდება (იხ. სსკ-ს 356-ე მუხლი);


თუმცა, ვინაიდან "გირჩის" ქმდებები უაღრესად გამომწვევი, განსაკუთრებულად ცინიკური ხდება და ახალი სახის საბოტაჟური დანაშაულის პრეცენდენტს ქმის, ურიგო არ იქნება, თუკი სსკ-ში შესაბამისი დამატებები იქნება შეტანილი, მაგალითად: სსკ-ს 318-ე მუხლს ("საბოტაჟი") დაემატება პირველი პრიმა ნაწილი, რომლის რედაქცია ასეთი შეიძლება იყოს:
"სახელმწიფოს დასუსტების, სახელმწიფოს წინაშე მოქალაქეთა ვალდებულებებისგან თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური რელიგიური, პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნა ან ხელმძღვანელობა ანდა მონაწილეობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე."


ასეა თუ ისე, ამ თავგასული "გირჩის" ე.წ. ეკლესიის ბოგინს ბოლო უნდა მოეღოს და რაც შეიძლება სწრაფად! არ შეიძლება არც რელიგიის და არც სახელმწიფოს ასეთი ცინიზმით მასხრად აგდება!"–წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge