Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:29 09.08.2018
11 აგვისტოს, ანსამბლი ,,შავნაბადა“ ბათუმში კონცერტს გამართავს

,,Check in Georgia” ფარგლებშიბათუმში მიმდინარეობს ფესტივალი - ,,ფოლკლორის დღეები". 11 აგვისტოს, 20.00 სთ-ზე, ფესტივალზე ანსამბლი ,,შავნაბადაანსამბლ ,,მხედრებთანერთად წარდგება.


კონცერტი ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან ღია ცის ქვეშ გაიმართება, რომელზე დასწრებაც თავისუფალი იქნება.


ფესტივალ ,,ფოკლორის დღეებს“ წარმოადგენს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, მხარდამჭერები: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის / განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია, ბათუმის მერიის კულტურის ცენტრი, ბათუმის ბულვარი.


ანსამბლი ,,შავნაბადა“ ,,Check in Georgia” ფარგლებში, მთელი ზაფხულის განმავლობაში მართავს კონცერტებს საქართველოს მასშტაბით, ამ დრომდე კონცერტის მოსმენის საშუალება უკვე მიეცა, წალენჯიხის, ლანჩხუთის და ქობულეთის მსმენელს. ბათუმის კონცერტის შემდეგ, ,,შავნაბადა“ კონცერტებს დეოფლისწყაროსა და გორში გამართავს.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge