Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:36 12.08.2018
ადამ ოქრუაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა

ბუდაპეშტის ძიუდოს გრან-პრიზე ქართველებმა ოქროს მედლის გარეშე დაასრულეს. თუმცა ტურნირის დასკვნით დღეს, საქართველოს მედალი მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმაც მოუტანა. ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში რუს რუსლან შახაბაზოვს სძლია.

ოქრუაშვილმა რუსეთის წარმომადგენელი იპონით დაამარცხა. გადამწყვეტ ბრძოლამდე ქართველმა დამამშვიდებელ წრეში კიდევ ერთი რუსი, თემირლან ბაშაევი დაამარცხა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში უშანგი მარგიანმა ფინალში იჭიდავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი გადამწყვეტ შეხვედრაში უნგრელ კრისტიან ტოთისთან დამარცხდა. მარგიანმა ფინალამდე დამაჯერებლად მიაღწია. ქართველმა ნახევარფინალში სერბი ალექსანდრ კუკოლი იპონით დაამარცხა. მანამდე კი მარგიანმა ეგვიპტელ ჰატემ აბდ ელ აკჰერს, ჰოლანდიელ იესპერ სიკს და ბელორუს იაჰორ ვარაპაის სძლია.

დღეს ბუდაპეშტის გრან-პრიზე 6-მა ქართველმა იჭიდავა. ყველაზე მოულოდნელი საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ვარლამ ლიპარტელიანის ასპარეზობა აღმოჩნდა. ქართველი პირველივე შეხვედრაში შვეიცარიელ მოერთან ვაზარით დამარცხდა. ბუდაპეშტის გრან-პრიზე 11 ქართველი მონაწილეობდა და ჩვენმა ნაკრებმა 3 მედალი, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა. შეჯიბრის პირველ დღეს, 10 აგვისტოს, ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge