Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:05 17.08.2018
სპორტული ბიზნესი საქართველოში

საქართველოს სპორტულ სამყაროში მნიშვნელოვანი სიახლეა! ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი, ლეგენდარული კლუბი “დინამო თბილისი” სპორტის მენეჯმენტის საერთაშორისო კომპანიის ISEM პარტნიორი გახდა. ISEM იღებს ვალდებულებას შექმნას კლუბისთვის გულშემატკივართა, სპონსორთა აქტივაციის პროგრამები, რაც ესოდენ საჭიროა ქართული სპორტული სამყაროსთვის.

 

"ჯორჯიან თაიმსს" ISEM პრეზიდენტი ზურაბ ბოქოლიშვილი ესაუბრა.

 

– უპირველეს ყოვლისა, გვითხარით ISEM შესახებ.


მადლობა კითხვისთვის, ISEM არის ჩვენს ქვეყანაში სპორტის მენეჯმენტის სრული ციკლის მქონე პირველი კომპანია, ჩვენ შეგვიძლია სპორტულ ორგანიზაციებს გავუწიოთ კონსულტაცია და რაც მთავარია განვახორციელოთ ლოჯისტიკური, მართვის, მარკეტინგული, სატრანფერო პოლიტიკის ყველა ასპექტი, ISEM ს პარტნიორები არიან მსოფლიო სპორტის ლიდერი კომპანიები Newman sports, Entersport, Blue Rock, Eventica, Media Team და ბევრი სხვა, ჩვენ გვაქვს წვდომა ყველა უახლეს ტექნოლოგიაზე და ინოვაციაზე სპორტის სამყაროში, ამის დადასტურება თუნდაც კონფერენცია Sportsway, რომელიც სექტემბერში თბილისში ჩატარდება და მსოფლიო სპორტ მენეჯმენტის ელიტა ეწვევა ჩვენს ქალაქს.

 

–რატომ დინამო?

 

–ამ კითხვას ორი პასუხი აქვს, პირადი და წმინდა ბიზნესი, რომლებიც ძალიან მჭიდროდ არიან ერთმანეთთან. დინამო არის ლეგენდა, ის გუნდი ვის თამაშზეც ოცნება იყო მოხვედრა, საოცარი მოთამაშეებით, ატმოსფეროთი.. პირადად მე მქონდა ბედნიერება ვყოფილიყავი დინამოს ნაწილი როგორც მოთამაშე, მენეჯერი, გულშემატკივარი, მომავალი წლიდან ჩემი შვილი, საქართველოს ნაკრების წევრი მერაბ ბოქოლიშვილი დაიცავს “დინამოს” ღირსებას. ეს კლუბი და სახელი არის რეალურად ერთადერთი არსებული ბრენდი, რომელიც არსებობს საქართველოში. მე მინდა მადლობა ვუთხრა კლუბის პრეზიდენტს ვატო ნაცვლიშვილს ნდობისთვის და ჩვენი ძალიან პროფესიული გუნდის სახელით პირობა დავდო საუკეთესო შედეგების.

 

–რას ფიქრობთ და რა ნაბიჯებს გეგმავთ ქართული სპორტული ბაზრისთვის?


– ჯერ ვთქვათ ასე, რომ სპორტული ბაზარი არ არსებობს. უკიდურესად იშვიათია როდესაც სპორტ ორგანიზაციები მომხმარებელს სთავაზობენ ისეთ დონეზე დამუშავებულ პროდუქტს რომელიც კარგად გაიყიდება.

 

ჩვენ ვგეგმავთ შევქმნათ და ვქმნით ისეთ პროდუქტებს რომლებიც საინტერესო, მოთხოვნადი იქნება, კორპორატიული სპორტის ფედერაციის პროექტები სამაგალითოდ იქცა. ჩემს პარტნიორებთან ერთად, პაატა ცივაძე ( საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ), ზურაბ ერმილოვი ( პროფილური ინვესტორი), ვაპირებთ შევქმნათ ძლიერი მენეჯმენტის, საგანმანათლებლო სტრუქტურა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული სპორტული სამყაროსთვის.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge