Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:45 18.08.2018
დღეს, გიორგი ანწუხელიძე 34 წლის გახდებოდა

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. დღეს მას 34 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. ლევან იზორია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. მინისტრმა ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო, გიორგი ანწუხელიძის გმირობის ისტორია გაიხსენა და მის ოჯახს მხარდაჭერა აღუთქვა.


ძმათა სასაფლაოზე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, გიორგი ანწუხელიძის თანამებრძოლები და მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავითმა გიორგი ანწუხელიძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.


IV ქვეითი ბრიგადის 41- ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლითსამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება, მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge