Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:04 18.08.2018
თელავის ქუჩებში „მდინარეები“ მიედინება

უხვი ნალექი და დატბორილი ქუჩები - სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც დღეს თელავის ქუჩებშია გადაღებული. კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, დღეს ძლიერმა სეტყვამ თელავი და მიმდებარე სოფლები დააზარალა. თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის აღარ წვიმს, წყლის დონემ იკლო - მიმდინარეობს გზების გაწმენდისა და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თელავიდან და ახმეტიდან შემოსულია 51 შეტყობინება. „ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის, ადგილობრივი ხელისუფლების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები. ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ორივე მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები. პრობლემები შეექმნა ავტომანქანების გადაადგილბასაც. ძლიერი ნალექისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge