Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:13 22.08.2018
"გილოცავთ მეგობრებო, მალე ბევრი საკითხი გაიოლდება ცხოვრებაში" - ასტროლოგი

ასტროლოგი  სოფია ბზეკალავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

 

"გილოცავთ მეგობრებო, რეტრო მერკურის პერიოდი დასრულდა და მალე მარსიც გაასწორებს მოძრაობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი საკითხი გაიოლდება ცხოვრებაში.

შედარებით ნაკლები შეფერხებები შეგხვდებათ ისეთ სფეროებში როგორიცაა საქმიანი მოლაპარაკებები, ახალი პროექტების წამოწყების თემა, იურიდიული დავების წარმოება და ა.შ ხვალიდან მზე ყველაზე "ჭკუისკოლოფა" ზოდიაქოს ნიშანში - ქალწულში გადადის, ეს ასევე დაუმატებს ადამიანებს რაციონალიზმსა და ობიექტურობას როგორც საქმეში, ისე პირად ურთიერთობებში. ასე, რომ ზაფხულის ცხელი დღეები და "ცხელი" ასტროლოგიური კონფიგურაციები ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ასე თუ ისე უკან გვაქვს მოტოვებული.


თუმცა, მხოლოდ ვარსკვლავების იმედზეც ნუ იქნებით, გახსოვდეთ სამყარო ქმნის "ცხოვრებისეულ დეკორაციებს", მაგრამ რა შინაარსის სპექტაკლს ითამაშებთ ამ დეკორაციების ფონზე ეს მთლიანად თქვენს თავისუფალ ნებასა და არჩევანზე იქნება დამოკიდებული."

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge