Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:01 24.08.2018
რა დატვირთვა აქვს პირჯვრის გამოსახვას? - ეს ყველამ უნდა იცოდეს

ბევრმა არ იცის თუ რა დატვირთვა აქვს პირჯვრის გამოსახვას. ისიც არ იცის თუ პირჯვრის გამოსახვისას ჯერ მარცხენა მკლავზე დავიდებთ ხელეს და შემდეგ მარჯვენაზე ამით რომ ანგელოზსს გავაგდებთ ჩვენგან და ეშმაკს შევინარჩუნებთ.. მაშ ასე, ვისაც გაინტერესებთ, თუ რას ნიშნავს თითოელი წერტილი რაზეც ხელს ვიდებთ, ყურადღებით წაიკითხეთ:


პირჯვრის გამოსახვის დროს, როდესაც ჩვენ ერთად ვუყრით თავს პირველ სამ თითს - ეს არის ნიშანი ჩვენი რწმენისა, რომ ყოვლადწმიდა სამება არის ერთარსება, ხოლო ბოლო ორი თითის ერთად მოხრითა და ხელისგულზე მიჭერით გამოვხატავთ რწმენას, რომ ქრისტე მოვიდა მიწაზე ერთდროულად ადამიანი და ღმერთი. ღმერთმა ისე მოაწყო ადამიანების აგებულება, რომ ყველა ადამიანს აქვს 4 ერთნაირი წერტილი: თავი, რომელიც მართავს მთელს სხეულს მამა ღმერთის მსგავსად, მუცელზე ჭიპი - ნიშანი ჩვენი ცოდვიანი შობისა, რომლისგანაც გვიხსნა ქრისტე მაცხოვარმა, შემდეგ მარჯვენა მხარი, რომელზეც იმყოფება ჩვენი მფარველი ანგელოზი და ჩვენ, გვწამს რა ეს, ვაძლევთ მას უფლებას გააგდოს ეშმაკი, რომელიც ზის მარცხენა მხარზე. ამიტომაც პირჯვრის გამოსახვის დროს წარმოვთქვამთ: “სახელითა მამისათა” და ვიდებთ სამ თითს თავზე, რომელიც გვმართავს ჩვენ, შემდეგ ვიდებთ ჭიპზე და ვამბობთ: “და ძისათა,” რომელმაც გვიხსნა ჩვენ “და სულისა წმიდისათა” - ვიდებთ მარჯვენა მხარზე და ბოლოს - მარცხენა მხარზე და ვამბობთ მხოლოდ “ამინს,” ანუ რომ ჭეშმარიტია ყოველივე ის, რაც სიტყვებით წარმოვთქვით და მხოლოდ ამის შემდეგ თაყვანს ვსცემთ ღმერთს ჩვენი განწმედისათვის. ხოლო ის, ვინც იწყებს თაყვანისცემას მანამ, სანამ ხელს მიიტანს მარცხენა მხრამდე და იტყვის ამინ, მას ჯერ არა ჰყავს გაგდებული ეშმაკი და ამიტომ მას სცემს თაყვანს. ეს 4 წერტილი - არის 4 სამსჭვალი, რომლებითაც მიალურსმნეს იესო ქრისტე, ამიტომ პირჯვარი უნდა გამოვისახოთ, კრძალვით, აუჩქარებლად, პაუზით თითოეულ წერტილში, იმის ხსოვნით, რომ ჩვენს თავზე ვისახავთ და ვიდებთ თავად ჩვენთვის ტანჯულ ქრისტეს. აი, რისი ეშინია ეშმაკს და არა ხელის ქნევისა. ღმერთთან არის თავისუფლება, მაგრამ არა საკუთარი ნების თავისუფლება, რომელიც ეშმაკისგანაა, (2ტიმ.2,26), არამედ თავისუფლება ღმერთსა და ეშმაკს შორის არჩევანისა, როგორიც ჰქონდა ადამს სამოთხეში. ღმერთმა გააფრთხილა ადამი, (დაბ.2,17), მაგრამ არ აკავებდა მას, ეშმაკი სთავაზობდა ცოდვას, მაგრამ ხელს არ ჰკრავდა მას. (დაბ.3,5-6). ადამი თავად იღებდა გადაწყვეტილებას, თვითონ თქვა უარი ღმერთზე და დაემორჩილა ეშმაკს, ამიტომაც ქრისტემ თქვა:


“ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი.” (მათ.16,24). არჩევანის ასეთივე თავისუფლება აქვს თითოეულ ადამიანს ახლაც. მარჯვენა მხარზე ანგელოზი გვთავაზობს ყოველივე კეთილს, ღვთაებრივს, ხოლო მარცხენა მხარზე დემონი გვთავაზობს ყველაფერ მიწიერს, ეგოისტურს. თავი შუაში იმყოფება და ადამიანი თავისუფალია მათ შორის არჩევანში, ამიტომ გაღვიძებისთანავე, როცა ადამიანი ჯერ კიდევ საწოლში წევს, ანგელოზიც და ეშმაკიც ელოდებიან თუ ვის გადასცემს ადამიანი თავს. ამიტომ სულის ხსნისათვის ადამიანმა მაშინვე უნდა გადაიწეროს პირჯვარი და ემთხვიოს გულსაკიდ ჯვარს სიტყვებით: “უფალო! ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა დღეინდელსა ამას დღესა.” მაშინ ანგელოზი განაგდებს ეშმაკს და მთელი დღის განმავლობაში მფარველობს ადამიანს. მაგრამ თუ ადამიანი გაღვიძებისას იწყებს ოცნებას: “ახლა დავლევ ღვინოს, მივაყოლებ ძეხვს, წავალ საყვარელ ქალთან,” და ა.შ., მაშინ დემონი ხელს კრავს ანგელოზს და მთელი დღის განმავლობაში ცოდვებისაკენ უბიძგებს ადამიანს. ამრიგად თითოეულ წამს, მთელი დღის განმავლობაში, საჭიროა არჩევანის გაკეთება ღმერთსა და ეშმაკს შორის და ლოცვით უნდა განვაცხადოთ ამის შესახებ, როგორც სახარება გვასწავლის:

 

“იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას.” (მათ.11,12). ეს არის სასტიკი და შეურიგებელი ბრძოლა საკუთარი სხეულის მიწიერ სურვილებთან, მათი უარყოფის, მათზე უარის თქმის გზით. (მათ.16,24). სულის ხსნის სხვა გზა არ არსებობს. მიწაზე არის მუდმივი ომი საკუთარ თავთან, მოსვენება ამ ბრძოლაში მხოლოდ სიზმარში შეიძლება იყოს, რადგან მოსვენება არის მხოლოდ ღმერთთან ზეცაში, ხოლო მიწაზე, ჩვენს შიგნით მოქმედებს მხოლოდ ეშმაკი - ჩვენი ნების სახით. (ლუკ.4,6; 2ტიმ.2,26). ამიტომაც, წირვის დროს, დიაკონი მოგვიწოდებს: “თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ. (გადავცეთ). - შენ უფალო.” და ასე ყოველგვარ საკუთარ სურვილზე და აზრზე საჭიროა თავის უარყოფა (მათ.16,24) და საკუთარი თავის ღვთისათვის გადაცემა, როგორც ამას აკეთებდა თავად უფალი იესო ქრისტე: “მამაო! … იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი.” (ლუკ.22,42), ანდა: “უფალო, ნუ იქნება როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ, უფალო.”

 

მონა ღვთისა ბორისი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge