Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:36 29.08.2018
„ICAO-ს აუდიტის შედეგები ბოლო წლებში საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის შეფასებით, საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვისა და ზედამხედველობის კუთხით მიღწეული შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების ტენდენციების ფონზე.

 

„დღეს ქართულ ავიაბაზარზე 50-მდე ავიაკომპანია ოპერირებს. საავიაცო ბაზრის მზარდი ტრენდის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა რიგი ღონისძიებები, როგორც სახელმწიფოს, ასევე ავიაინდუსტრიის მხრიდან - ინფრასტრუქტურული პროექტები, ფრენის ახალი მარშრუტების დამტკიცება, ფრენის არეალის გაზრდა, ახალი სტანდარტების დანერგვა, საკანონმდებლო ცვლილებები და ა.შ." - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

 

 

მისი თქმით, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლამ ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის მატება განაპირობა, კერძოდ: 2018 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 2 718 949  მგზავრი, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 27,7%-ით მეტია. რაც შეეხება 2017 წელს, აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 4.1 მილიონი მგზავრი, რაც 2016 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 43%-ით მეტია (2.8 მილიონი მგზავრი).

 

 

მინისტრის მოადგილემ  ინდუსტრიისა და  ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს სამოქალაქო ავიაციის დარგის განვითარების დარგში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge