Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

21:53 30.08.2018
გურამ კაშიას კუთვნილი „თანასწორობის ჯილდო“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გადასცეს

უეფამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშია „თანასწორობის ჯილდოთი“ დააჯილდოვა. ცერემონიალი მონაკოში გაიმართა, სადაც ასევე ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა და წლის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინეს. თავად გურამ კაშია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტაბების ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს, მონაკოში გამართულ ღონისძიებას ვერ დაესწრო და მის ნაცვლად პრიზი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმ გადასცა. 

ქართველმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ დღეს დილით მისი კლუბის, „სან ხოსეს“ შემადგენლობაში ჩემპიონატის მატჩი ითამაშა და სავარაუდოდ სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მონაკოში ჩასვლა ვერ მოახერხა. კაშიამ აღნიშნული ჯილდო,  რომელიც უეფამ წელს პირველად დააწესა, ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის მიიღო. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge