Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:44 31.08.2018
რუსეთში, საახალწლო ვიზიტისთვის დაჯავშნულ ტურისტულ ქვეყნებს შორის საქართველო პირველ ადგილზეა

რუსეთში, საახალწლო ვიზიტისთვის დაჯავშნული ტურისტული ქვეყნების სიაში საქართველო ლიდერობს.



ამის შესახებ რუსული გამოცემა "КоммерсантЪ"-ი წერს.



ალექსანდრა მაცალოვას ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ტურისტული ტურების წინასწარი დაჯავშნის პროგრამაში საახალწლოდ „საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა, არადა, შარშან ეს ქვეყანა იგივე სიტუაციაში ტოპ-ოცეულშიც ვერ მოხვდა“.

 

"დღეს საქართველოს პოპულარობას განაპირობებს შედარებით დაბალი ფასები და სასტუმროების მუშაობამ all inclusive-ის სისტემით. საქართველოს მიმართულება რუს ტურისტებში აქტიური გახდა 2015 წლის შემდეგ, როცა ევროპაში მოგზაურობის მკვეთრი გაძვირების შემდეგ, მის ალტერნატივად საქართველო იქნა მიჩნეული“, - ნათქვამია სტატიაში.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge