Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

18:16 01.09.2018
3 სექტემბრიდან პრეპარატებზე ფასები პენსიონერებისა და შშმ პირებისათვის მნიშვნელოვნად შემცირდება

3 სექტემბრიდან პრეპარატებზე ფასები პენსიონერებისა და შშმ პირებისათვის მნიშვნელოვნად შემცირდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს საბაზრო ღირებულების 50 პროცენტი და მეტი ოდენობის ფასდაკლება შეეხებათ.

ფასდაკლება ვრცელდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, დიაბეტის მეორე ტიპის, ფარისებრი ჯირკვლისა და ფილტვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე. ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს ერთჯერადად შეიძინოს მედიკამენტის სამი თვის სამყოფი ოდენობა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წლის ივლისიდან აამოქმედა პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 მედიკამენტის სიმბოლურ ფასად 1 ლარად შეძენის საშუალებას აძლევს. 2018 წლის 13 აგვისტოდან, კი საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალო მედიკამენტებზე სხვადასხვა სააფთიაქო ქსელებში, 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლონ. პროგრამის გაფართოება უახლოეს მომავალში კვლავ იგეგმება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge