Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

00:03 02.09.2018
ზაზა ხალვაშის ფილმ „ნამეს“ The Hollywood Reporter​-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა

ზაზა ხალვაშის ფილმ „ნამეს“ The Hollywood Reporter​-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა. როგორც გამოცემა წერს, ფილმის საერთაშორისო პრემიერა ტოკიოს კინოფესტივალზე შედგა. ფილმის სიუჟეტი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში ვითარდება და ის მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამესა და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ნამე ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ახალგაზრდა გოგოა, რომელიც სოფელში ყველა გაჭირვებულს ეხმარება და კურნავს.

 

სურათი საქართველო - ლატვიისა და საფრანგეთის ერთობლივი ნაწარმოებია. ფილმს „ოსკარის“ ნომინაციაზე საქართველოდან წარადგენენ. ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში, 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge