Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

19:31 02.09.2018
ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა და ევროპის თასის მფლობელი გახდა

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, ძიუდოისტთა „ევროპის ღია თასის" ფინალში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა და ევროპის თასის მფლობელი გახდა. ტურნირის ნახევარფინალში ბექა ღვინიაშვილმა კანადელი მოჰაბ ელ ნაჰასი დაამარცხა. ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილს საკმაოდ რთული დაპირისპირება ჰქონდა რუს რომან დონსტოვთან, რომელიც დამატებით დროში იპონით დაამარცხა.

 

როგორც sportall.ge წერს, ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი 90 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ერთმანეთის კონკურენტებად განიხილებოდნენ და დიდი ალბათობით ამ გამარჯვებით წამსვლელის ბედი ოფიციალურად გადაწყდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge