Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:07 03.09.2018
Us Open: ბასილაშვილი ნადალთან ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა

ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რაფაელ ნადალს დიდი ბრძოლა გაუმართა და სამწუხაროდ დამარცხდა 3:6, 3:6, 7:6, 6:4. შეხვედრა 3:18 საათი გაგრძელდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მაყურებელთა სიმპათიები დაიმსახურა, ის ხშირად მიდიოდა ვა-ბანკზე  და თავისი ოსტატური და მახვილგონივრული თამაშით არაერთხელ მოსწყვიტა პუბლიკას აპლოდისმენტები. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შენი თანამემამულის ასპარეზობით ამაყი ხარ!

მიუხედავად მსოფლიოს რეიტინგის საუკეთესო ჩოგბურთელთან წაგებისა, ბასილაშვილის ამ ტურნირზე ასპარეზობა უდავოდ წარმატებული გახლდათ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნიკოლოზმა წელიწადნახევრის წინ ნადალს მხოლოდ ერთადერთი გეიმი მოუგო - ასე რომ, პროგრესი სახეზეა. მან აქამდე არგენტინელი გვიდო პელა, სლოვენიელი ალიაზ ბედენე და ამერიკელი ჯეკ სოკი დაამარცხა.


აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალში. აქამდე ქართველი ჩოგბურთელებიდან დიდი სლემის 1/8 ფინალში მხოლოდ ირაკლი ლაბაძე გავიდა, რომელიც 2006 წელს უიმბლდონის ტურნირზე რაფაელ ნადალთან დამარცხდა. ბასილაშვილმა 266 000 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში 31-ე პოზიციაზე გადავიდა, რაც მისი რეკორდია.

 

 

 

sportall.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge