Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

21:00 03.09.2018
„ბასილაშვილმა პატარა პოსტ საბჭოთა ქვეყნის იმედები გაამართლა“ - New York Times-ი

“ყველა გვიყურებდა. ძალიან ბევრი ადამიანი მიჭერდა მხარს, რის გამოც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ"- განაცხადა თავად ბასილაშვილმა New York Times-სთან საუბარში. სტატიაში ნათქვამია, რომ ზაზა ფაჩულია ბასილაშვილის მეგობარია და სტადიონზე სწორედ მის საგულშემატკივროდ მივიდა. “მე ნიკოლოზ თვალს ვადევნებ. მიუხედავად იმისა, რომ წააგო, ეს იყო ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი”, - განაცხადა ფაჩულიამ.

 

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ესპანელმა რაფაელ ნადალმა ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ანგარიშით 6:3. 6:3 6:7 6:4 დაამარცხა. შეხვედრა არტურ ეშის კორტზე გაიმართა და 3 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა. მეორე წრის მატჩში ბასილაშვილის დარტყმა აშშ-ის ღია პირველობის საუკეთესო ათეულში მოხვდა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა „დიდი სლემის“ ტურნირის მერვედფინალში თავის კარიერაში პირველად ითამაშა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge