Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

17:23 04.09.2018
უნიკალური ფაქტი: ისრაელში მეექვსე საუკუნის ქართული მოზაიკური იატაკი აღმოჩნდა

ისრაელში, ქალაქ აშდოდთან ახლოს, არქეოლოგთა ჯგუფმა, თელ-ავივის უნივერსიტეტის დოქტორის ალექსანდრე ფანტალკინის და ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორის ანჟელიკა ბერლიონგის ხელმძღვანელობით, აღმოაჩინა დანგრეული ქართული ეკლესიის (ან მონასტრის) მოზაიკური იატაკი, რომელიც ჩვ. წ. VI საუკუნით თარიღდება.

 

ფაქტი უნიკალურია, რადგან არსებული ბერძნული წარწერის თანახმად, ეს ეკლესია ქართველმა ქრისტიანებმა ააშენეს. ამის შესახებ მიუთითებს ის მოცემულობა, რომ წარწერაში გამოყენებულია ძველი ქართული ჟამთაღრიცხვის სისტემა.

 

 

ერთ-ერთ წარწერაში მოხსენიებულია ეპისკოპოსი პროკოფი, ეკლესიის დამაარსებელი. იქვე წერია თარიღი: ” 292 წლის მესამე ინდიქცია”, რაც თანამედროვე კალენდრის მიხედვით 539 წელს უდრის.

 

ალექსანდრე ფანტალკინმა “NEWSru.co.il”-თან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოში არსებობს ამ ჟამთაღრიცხვის სისტემის გამოყენების მტკიცებულებები, რომლებიც ჩვ. წ. IX საუკენეს განეკუთვნებიან.

 

ეს სენსაციური აღმოჩენა მეცნიერებს აძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ ქართველები ჟამთაღრიცხვის ამ სისტემით ჯერ კიდევ ჩვ. წ. VI საუკუნეში სარგებლოდნენ, მათ შორის ხმელთაშუა ზღვის ისრაელის სანაპიროზე.

 

ავტორ(ებ)ი : artnews.ge