Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:20 05.09.2018
"ეს არის კიბოსა და ათასი სხვა დაავადების მომტანი მინიბუსი!" - გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, სოციალურ ქსელში წერს:

 

"ძალიან სწრაფად უნდა დასრულდეს ყვითელი მინიბუსების ერა.


ყველა მანქანა მოძველდა. კონდიცირება არ უვარგა. თითქმის ყველა მათგანი საშინლად ბოლავს. 


ამ მანქანებს ტექდათვალიერების გავლის ვალდებულება აქვთ და გამოდის, რომ არ გადიან, რაც კანონის დარღვევაა ან გადიან და ყალბ ნებართვას აძლევენ, რაც ასევე დარღვევაა.


ამ მინიბუსების არსებობა ძალიან ძვირი უჯდება სახელმწიფოსაც და ოჯახებსაც, რადგან გამონაბოლქვით დაავადებულ ადამიანთა მკურნალობა იაფი არ არის.


ეს არის კიბოსა და ათასი სხვა დაავადების მომტანი მინიბუსი!


თბილისის მერია / Tbilisi City Hall
სატრანსპორტო საკითხთა კომისია/თბილისის საკრებულო
თბილისის სატრანსპორტო კომპანია / TBILISI TRANSPORT COMPANY"
  - წერს გოგა ჩანადირი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge