Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:58 05.09.2018
"ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, არამკითხეები წესით კანონით უნდა ისჯებოდეს"

მამა პეტრე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"სწრაფვა ევროპისკენ, არ ნიშნავს პარიზში ან ბერლინში ცხოვრებას. ევროპელობა შინაგანი კულტურაა. ეს უკანასკნელი კი აჩრდილივით მოგყვება სადაც არ უნდა წახვიდე. შეიძლება ცხოვრობდე ცენტრალურ ევროპაში, მაგრამ გონებაში უკუნი სიბნელე იდგეს. ან პირიქით, ყველაზე მიყრუებულ სოფელში სახლობდე, მაგრამ პროგრესულად მოაზროვნე იყო... ძალით მოევროპელო ელემენტებმა საკუთარი დამახინჯებული ფსიქიკით სხვებსაც ცუდი წარმოდგენა შეაქმნევინეს დასავლურ ღირებულებებზე და ყველაფერ გარყვნილს პროდასავლურობას აბრალებენ... 


ჩვენი მამების თაობას შეგახსენებთ, რომლებიც არ დადიოდნენ ჰოლანდიაში და ავსტრიაში, მაგრამ უგარყვნილესი რუსეთის წყალობით, ორცოლიანობას ეწეოდნენ... ხშირად საკუთარ ოჯახშიც ჩამოჰყავდათ და საკუთარი შვილების დედას აიძულებდნენ ეს მდგომარეობა ნორმად ეღიარებინათ...


და კიდევ, ფსევდოევროპელების გასაგონად, სხვისი ცხოვრება რაც არ უნდა მოგწონდეთ, ეს მათი პრივატულია და არ გაქვთ უფლება ტალახი ესროლოთ... ნუ მიიღებთ იმას, ვინც თქვენს მოთხოვნილებასთან წინააღმდეგობაში მოდის, მაგრამ ნურც გაანადგურებთ საკუთარი არჩევანის გამო...


ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, არამკითხეები წესით კანონით უნდა ისჯებოდეს!.."–წერს მამა პეტრე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge