Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

01:48 06.09.2018
საბერძნეთში 52 წლის ქართველი ქალი კლიენტებს პროფესიონალ მასაჟისტად ეცნობოდა და მათთან სახლებში მისული ოჯახებს ძარცვავდა

საქართველოს მოქალაქის დანაშაულებრივი ქმედებები ხანიაში მას შემდეგ გამოააშკარავდა, რაც ერთ-ერთმა კლიენტმა სახლში ფარული ვიდეო კამერა დაამონტაჟა. ის სახლებში დადიოდა და ხალხს სპეციალურ სერვისს, მასაჟს სთავაზობდა, ამის პარალელურად კი მათ გაძარცვას ახერხებდა.

 

52 წლის ქართველი ქალი კლიენტებს თავს პროფესიონალ მასაჟისტად აცნობდა და მათთან სახლებში მიდიოდა. როდესაც ერთ-ერთ მათგანთან ბოლოს მივიდა, კლიენტმა მისი მახეში გაბმა გადაწყვიტა და დამონტაჟებულ კამერაზე გამოჩნდა, თუ როგორ იპარავდა და მალავდა ის თანხას. წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ მას სახლებიდან დიდი რაოდენობით თანხა და ძვირფასეულობა ჰქონდა მოპარული. საქმემ ხანიის სასამართლომდე მივიდა.

 

52 წლის ქართველი ქალი ძარცვაში დამნაშავედ სცნეს, თუმცა, მან განაჩენი გაასაჩივრა, რის შედეგადაც, მომდევნო პროცესამდე გაათავისუფლეს, რომელსაც უზენაესი სასამართლო ჩაატარებს.

 

 

გეორგიანს.გრ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge