Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:08 06.09.2018
პოლიციამ თბილისში მომხდარი ბანკის გაქურდვის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული კ.ტ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სამართალდამცველებმა კ.ტ. იმ დროს დააკავეს, როცა იგი აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკიდან“ ფულის მოპარვას ცდილობდა. ბრალდებულმა გვიან ღამით, ბანკის შენობაში კარის დაზიანებით შეაღწია, მოლარე-ოპერატორის უჯრიდან ფული ამოიღო და გაქცევას ცდილობდა. პოლიციამ კ.ტ. შემთხვევის ადგილზე დააკავა.

 

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge