Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:54 06.09.2018
"ბიძინა ივანიშვილს მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ...." – მეგი გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი წევრი მეგი გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არა ბიძინა ივანიშვილი , შესაძლებელია ისე დამესრულებინა ჩემი მივლინება ამ ქვეყნად, რომ ეს მაგარი ადამიანები საერთოდ არც კი გამეცნო .......

 
მე პირადად ბიძინა ივანიშვილს მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ "მაიძულა" ისეთი მაგარი სამეგობრო შემეძინა, რომელ სამეგობროსთან ერთადაც მიწევს ფასეულობების დაცვა და 6 წლიანი უძილო ღამეების თენება იდეოლოგიურ ოში!

 


ეს ის სამეგობროა, რომელზეც საუკეთესო სიზმარშიაც კი ვერ ვიოცნებებდი!


ბედნიერი ვარ, რომ ამ სამეგობროსთან ერთად მომ
იწევს საკუთარი არჩევანის დაცვა , საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა , ბედნიერი ვარ, როცა წარმოვიდგენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ , როგორ ვიბრუნებთ პატრიოტ ემიგრანტებს , მათთან ერთად სახელმწიფო სამსახურებში როგორ ვაგრძელებთ ქვეყნის 
შენება-განვითარებას, მეგობრობას და თანამშრომლობას!


მადლობა ბატონო ბიძინა, ის რაც ვერ შეძლო ნაცმომ 9 წელში, თქვენ მოსვლისთანავე გამოგიგვიდათ და თან ისე კარგად, რომ ქვეყანა ლუსტრაციის კანონის მიღებას გადაარჩინეთ და იქნებ ესეც იყო თქვენი მთავარი მიზანიც .


მე მიყვარს ჩემი ერი თავის ქოც-ნაციანად , მე მიყვარს ჩემი ქვეყანა , ჩემი უზარმაზარი სამეგობრო და განსაკუთრებით მიყვარხართ ჩემო მეგობრებო, რომლებმაც ქოციანობის დროს ვიპოვეთ ერთმანეთი,"
– წერს მეგი გოცირიძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge